ფეხბურთი

13:52 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაცინი დასაბრუნებლად მზადაა

იტალიური “მილანის” ტრავმებით დატანჯული ფორვარდი ჯამპაოლო პაცინი მოედანზე გასასვლელად მზადაა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 7-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, “როსონერის” სამწვრთნელო შტაბს იტალიელის გამოყენება შეეძლება.

“ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ. ახლა, ძალიან ბევრი უნდა ვივარჯიშო, რათა სათამაშო კონდიციები მალე დავიბრუნო”, - განაცხადა თავდამსხმელმა.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, პაცინიმ “მილანის” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი მიითვალა.

 

0.607067