ფეხბურთი

22:56 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაცინი “ბარსელონასთან” გამოირიცხა

ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონასთან” გასამართ დაპირისპირებას, “მილანი” კვლავ სერიოზული დანაკლისით ხვდება. როგორც გაირკვა, “კამპ ნოუზე”, იტალიელებს ჯამპაოლო პაცინი ვერ დაეხმარება.

პარასკევს, “ჯენოასთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში, პაცინიმ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, ხოლო 3 წუთში, მან შეცვლა ითხოვა. როგორც გაირკვა, ფეხბურთელს წვილის მცირე ძვლის მიკრო-მოტეხილობა აქვს და “ბარსელონასთან” მისი თამაში გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებთან მატჩში გუნდს კიდევ ერთი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ვერ დაეხმარება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფილიფ მექსესა და კევინ-პრინს ბოატენგის თამაში.

ბარსელონაში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრებიან: აბიატი, ამელია, გაბრიელი, აბატე, ანტონინი, ბონერა, დე შილიო, მექსე, იეპესი, საპატა, ამბროზინი, ბოატენგი, კონსტანტი, ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი, ნოჩერინო, ტრაორე, ბოიანი, ელ შაარავი, ნიანგი, რობინიო. ამათგან 18 მატჩის საბოლოო განაცხადში მოხვდება.

0.121035