ძიუდო

19:44 | 20.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

პაატა მერებაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონმა პაატა მერებაშვილმა (60 კგ) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზეც ოქროს მედალი მოიპოვა.
ანთალიაში მიმდინარე ევროპირველობაზე, ქართველმა ძიუდოისტმა 5 მეტოქე დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მერებაშვილმა რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველს, რობერტ მშვიდობაძეს ბრწყინვალე გდებით სძლია.
დღესვე, მედლები მამაკაცთა შორის კიდევ ერთ წონაში - 66 კილოგრამში გათამაშდა. ზურაბ შარვაშიძეს კვარცხლბეკამდე ერთადერთი მოგება დააკლდა. ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟის ფინალში ბელარუს დიმიტრი შერშანთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა.
სამდღიანი ევროპირველობის პირველ დღეს მედლების 3 კომპლექტი ქალებისთვის გათამაშდა. ტატამზე დარინა აბულაძე (48 კგ), ნათია როსტომაშვილი (52 კგ) და სოფიო ბერიძე (57 კგ) გავიდნენ, მაგრამ მხოლოდ თითოჯერ.
ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177221