ნიგერიელი ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს, “გაგრაში” დაბრუნდა.
განვლილ სეზონში ოვონიკოკო უკრაინის პრემიერლიგაში, ლუცკის “ვოლინში” იჯარით თამაშობდა. განათხოვრების ვადის დასრულენის მერე, ის ბელგიაში გაემგზავრა და “ლოკერენში” ისინჯებოდა, მაგრამ უშედეგოდ. “გაგრას” პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელი ბელგიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და მინიმუმ ზამთრამდე პირველი ლიგის კლუბში დარჩება.
მომავალ სეზონში “გაგრას” ღირსებას დაიცავს მცველი ცოტნე ხარაბაძეც. ის გუნდში 2009-2010 წლების სეზონში გამოდიოდა, ხოლო გასულ სეზონში ხარაგაულის “ჩხერიმელაში” გამოდიოდა.
ბადრი კეთილაძის ფოტო