ამსტერდამის “აიაქსის” სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “დორტმუნდმა” ჰოლანდიელებს კრისტიან ერიკსენის ტრანსფერის ტაობაზე ოფიციალურად მიმართეს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, “დორტმუნდის” ხელმძღვანელობა “ბაიერნში” წასული გიოტცეს შეცვლის უმთავრეს კანდიდატად “აიაქსის” 21 წლის დანიელ შემტევ ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს განიხილავდა. დანიური პრესის ცნობით, გერმანელებმა ამსტერდამელებს კონკრეტული წინადადებით მიმართეს და ერიკსენის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზეს.
“დანიურ პრესას შეუძლია სხვადასხვა ჭორი გაავრცელოს. სინამდვილეში, დორტმუნდელთაგან არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია.” – აცხადებს მარკ ოვერმარსი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩელსი-სიტი იყო მაგარი თამაში,მართალია 1-0 მორჩა მაგრამ მაინც.მარცხენა მცველი და ცენტრფორვარდი უნდა სიტის და ულაპარაკოდ მოიგებენ ამ სეზონის პრემიერლიგასაც.ბერნარდო სილვამ ძაან მაგარი თამაში ჩაატარა.ყველაზე უცნაური ისაა რომ ჟეზუსი ფლანგზე ყავდა გვარდიოლას და ფოდენი ყავდა ცენტრფორვარდზე.ერთადერთი ჟეზუსი ყავს ცენტრფორვარდი და იმასაც ფლანგზე ათამაშებს
ახლა ამის და დაწერს ინსტაგრამზე და გალანძღავს ბრუნოს პენალტის გაფუჭების გამო,ჩემ ძმას რატომ არ დაუთმოო.თვითონ კრისტინა ვერ დაწერს მაგას და დას დააწერინებს
პროსტო დაუკვირდით როგორ იპიარებს ტიპი თავს.მაგარი მარკეტინგული პროდუქტია.მოიგებს წააგებს ფრეს ითამაშებს გაიტანს არ გაიტანს ყველაფერზე წერს ინსტაგრამზე.უყვარს პოპულარობა.ეს რომ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს გააფრენს ხალხის ყურადღება რომ მოაკლდება.გააგიჟა მესისთან კონკურენციამ