წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი მიიჩნევს, რომ ლონდონის “არსენალი”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, საუკეთესო ოთხ გუნდშიც ვერ მოხვდება.
“თავიდან ვფიქრობდი, რომ “არსენალი” მნიშვნელოვნად გაძლიერებას ვერ მოახერხებდა, მაგრამ სატრანსფეროს ფანჯრის მიწურულს ლონდონელებმა მესუთ იოზილი დაიმატეს.
როდესაც ამ გუნდს ვუყურებ, ვხედავ ფეხბურთელების კარგ კოლექციას, მაგრამ არა გუნდს, რომელიც ოთხეულისთვის იბრძოლებს.
“არსენალის” დაცვაში კარგი გეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ პრემიერლიგის მთელი სეზონის გათვალისწინებით, ვერცერთი მათგანი სიმბოლურ ნაკრებში ვერ ხვდება.” – აცხადებს ოუენი Daily Telegraph-თან საუბრისას.