ფეხბურთი

16:02 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოუენი: “19 წლის ასაკში მიღებული ტრავმა გადამწყვეტი აღმოჩნდა”

 

ინგლისელმა ფორვარდმა მაიკლ ოუენმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა წლეულს დაასრულა, ჟურნალისტებისთვის მოიცალა და ვრცელი კომენტარებიც დაარიგა. “ლივერპულის”, მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი გულდაწყვეტილია, რადგან 19 წლის ასაკში მიღებულმა ტრავმამ კარიერა დაუნგრია.

“როდესაც მეკითხებიან, ყველაზე მეტად რით ვამაყობ, ვპასუხობ: “იმით, რომ მწვერვალზე დიდ ხანს ვიყავი”. მართალია, კარიერის ბოლოს ისე ვეღარ ვთამაშობდი, როგორც დასაწყისში, მაგრამ მაინც. ეს იმის გამო იყო, რომ 19 წლის ასაკში მუხლქვეშა მყესის მძიმე ტრავმა მივიღე. ამან ჩემი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ტრავმის შემდეგ, სასტარტო სიჩქარე დავკარგე, რაც ჩემი უმთავრესი კოზირი იყო. ტრავმა მოვიშუშე, მაგრამ ისეთი ვეღარ ვიყავი, როგორიც მანამდე. გულის სიღრმეში ნამდვილად ვწუხვარ, რომ ჩემი შესაძლებლობები მხოლოდ საწყის წლებში გამოვიყენე”, - განუცხადა 33 წლის ოუენმა ფიფას ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ ოუენს “ლივერპულში”, “რეალში”, “ნიუკასლში”, “მანჩესტერსა” და “სტოკში” უთამაშია.

0.125337