დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა გაიმართა საქართველოს ვაჟთა საჭადრაკო ჩემპიონატის მეხუთე ტურში. მხოლოდ, ერთი შეხვედრა შეჯიბრის ერთპიროვნულ ლიდერ თორნიკე სანიკიძესა და ლუკა პაიჭაძეს შორის დასრულდა შედარებით მალე ფრედ, ხოლო ტურის დანარჩენ ხუთ პარტიაში მეტოქეები ბოლომდე იბრძოდნენ.
შედეგად, 3.5 ქულით წინ გაიოზ ნიგალიძე (2494), მერაბ გაგუნაშვილი (2547), თორნიკე სანიკიძე (2541) და ლევან ფანცულაია (2614) დაწინაურდნენ, მათ კი 0.5 ქულით მიხეილ მჭედლიშვილი (2655) და ლუკა პაიჭაძე (2544) ჩამორჩებიან.
მე-5 ტური
ყაშაშვილი – ჯოჯუა 0:1
პაიჭაძე – სანიკიძე 0.5:0.5
შანავა – მჭედლიშვილი 0.5:0.5
ფანცულაია – ჭიღლაძე 1:0
ნიგალიძე – ბენიძე 1:0
გაგუნაშვილი – გვეტაძე 1:0
სატურნირო მდგომარეობა:
I-IV – სანიკიძე, ნიგალიძე, ფანცულაია, გაგუნაშვილი – 3.5 ქულა;
V-VI – მჭედლიშვილი, პაიჭაძე – 3.0;
VII-VIII – ყაშაშვილი, ჯოჯუა – 2.5
IX – შანავა – 2.0;
X – გვეტაძე – 1.5;
XI – ბენიძე – 1.0;
XII – ჭიღლაძე – 0.5;
მე-6 ტური
ჯოჯუა – გვეტაძე
ბენიძე – გაგუნაშვილი
ჭიღლაძე – ნიგალიძე
მჭედლიშვილი – ფანცულაია
სანიკიძე – შანავა
ყაშაშვილი – პაიჭაძე