ჭიდაობა

21:34 | 5.04.2014 | ნანახია 7621 - ჯერ

ოთხი სამეული ქართველების გარეშე შეივსო

 

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავიდნენ და ნახევარი საქმეც მოამთავრეს – რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონ-პრიზიორები გამოავლინეს. საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიდან კი პოდიუმზე ასვლა ერთმაც ვერ შეძლო.

მიზანთან ყველაზე ახლოს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რევაზ ლაშხი იყო, მაგრამ სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს ამჯერად ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა პირველსავე წრეში ჩაეკეტა, რუსეთის ნაკრების წევრ ადამ კურაკთან წაგებით. ქართველმა მოჭიდავემ მეტოქეს რიგიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს – 0:9. თანაბარ ბრძოლაში მხოლოდ ერთი წუთი გაილია. შემდეგ კი რუსმა ჯერ ოთხქულიანი ილეთი შეასრულა, შემდეგ ზედ ორი ქულაც წაამატა და პერიოდი 6:0 მოიგო.

რევაზ ლაშხს შეხვედრის გადარჩენის შანსი მეხუთე წუთის დაწყებისას მიეცა, როდესაც მსაჯმა კურაკი ჩოქბჯენში ჩააყენა, მაგრამ რამდენიმე წამში ჭიდაობის დგომში გაგრძელება ბრძანა, აქაოდა საქართველოს ნაკრების წევრმა წესი დაარღვიაო, თან რუსს ერთი ქულაც წაუმატა. ამ უკანასკნელმაც კიდევ უფრო გაილაღა და დარჩენილ დროში ანგარიშში სხვაობა უფრო გაზარდა.

კურაკმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. შესაბამისად, მისგან ძლეული მოჭიდავეები რეპეშაჟში გადაერთნენ.

ლაშხი დამამშვიდებელ ეტაპზე საქმეში პირველივე წრიდან ჩაერთო და ავსტრიელ ბენედიქტ პუფერს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, 6:0 მოუგო. უკრაინელ დენის დემიანკოვთან შეხვედრაში მეოთხე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო. შემდეგ კი გაილაღა და წუთნახევრიან მონაკვეთში 7:1 დაწინაურდა.

რეპეშაჟის ფინალში რევაზ ლაშხმა სლოვაკ იშტვან ლევაისთან 0:3 წააგო. შეხვედრის მეხუთე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო. შემდეგ კი ქართველმა მოჭიდავემ ჩოქბჯენის უპირატესობა ვერ გამოიყენა. მეტიც, მოწინააღმდეგის დატრიალების მცდელობისას ქვემოდან მოჰყვა და ორი ქულით ჩამორჩა. შემდეგ კი ერთი ქულა გაფრთხილებითაც დაკარგა და ჩამორჩენის სათავისოდ შესატრიალებლად არც ძალა ეყო და აღარც დრო.

ლაშა გოგიტაძე (59 კგ) და გურამ ფერსელიძეც (130 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ, ოღონდ მათმა მძლეველებმა: სერბმა კრისტიან ფრისმა და ლიტველმა მინდაუგას მიზგაიტისმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს.

საქართველოს ნაკრების უმსუბუქესი წევრი პირველი პერიოდის შემდეგ 2:0-ს იგებდა. ბოლო წუთის დაწყებამდე კი 3:1 მიჰყავდა, მაგრამ მოულოდნელად მოდუნდა და საფინალო სირენამდე 7 ქულის დაკარგვა მოასწრო - 3:8. მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ კი ტურნირზე თავისი პირველი და უკანასკნელი ბრძოლა მინიმალური ანგარიშით წააგო.

დღესვე ფინურ ხალიჩაზე 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვასილ იმერლიშვილიც გავიდა. მშვენივრადაც დაიწყო – მერვედფინალში იტალიელ დაიგორო ტიმონჩინის სამწუთნახევარში 10:0 სძლია. მეოთხედფინალში კი თურქ ჩენკ ილდემთან შეხვედრის მეხუთე წუთზე, მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მსაჯმა სამი გაფრთხილების გამო მოხსნა. აშკარა იყო, ილდემი ქართველი მოჭიდავის პროვოკაციაზე წამოკიდებას ცდილობდა და შეძლო კიდეც. გადამწყვეტი შენიშვნა მსაჯმა საქართველოს ნაკრების წევრს უხეშობის გამო მისცა.

ილდემი ფინალშიც გავიდა და იმერლიშვილს ბრინჯაოს გზა გაუხსნა, მაგრამ ვასილი რეპეშაჟის ნახევარფინალშიც უხეშობის გამო მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა - შვედ ფრედრიკ შონთან 0:7-ს აგებდა, საფინალო სირენამდე კი 17 წამი რჩებოდა, როდესაც მსაჯმა ბრძოლა შეყწვიტა და გამარჯვებულად შვედი გამოაცხადა.

ხვალ მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი მანუჩარ ცხადაია (71 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), გიორგი ცირეკიძე (80 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ვანტაა. ფინეთი

5 აპრილი

 

59 კგ

1 ალექსანდარ კოსტადინოვი (ბულგარეთი)

2 ვიქტორ ჩიობანუ (მოლდოვა)

3 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)

3 ივან კუილაკოვი (რუსეთი)

 

66 კგ

1 ადამ კურაკი (რუსეთი)

2 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

3 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)

3 ფრანკ შტაბლერი (გერმანია)

 

98 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2 ჩენკ ილდემი (თურქეთი)

3 ფრედრიკ შონი (შვედეთი)

3 მარტინ ჰამლეტ ნილსენი (ნორვეგია)

 

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 ლიუბომირ დიმიტროვი (ბულგარეთი)

3 იოჰან ეურენი (შვედეთი)

3 ვასილი პარშინი (რუსეთი)


კომენტარები (203)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:28 | 08.04.2014
alonso (118)

stripslashes((strlen('http://tankionline.com#friend=51Rf0eWPyvX7GikdRpXb0PCIqUJaKIXqUgovuZ2wXdPtyiDeUfCUoaD86PthMNFU')>0?'http://tankionline.com#friend=51Rf0eWPyvX7GikdRpXb0PCIqUJaKIXqUgovuZ2wXdPtyiDeUfCUoaD86PthMNFU':'http://tankionline.com#friend=51Rf0eWPyvX7GikdRpXb0PCIqUJaKIXqUgovuZ2wXdPtyiDeUfCUoaD86PthMNFU')) ითამაშე გაერთე ამ თამაშს თამაშობს მთელი მსოფლიო გაკეთე საუკეთესო ტანკი და ამტვრიე რაც შეიძლება ბევრი რუსების ტანკები : )) არ დაგავიწყდეთ ასევე გაწევრიანდეთ ქართულ კლანებში, წარმატებებს გისურვებთ ბრძოლის ველზე :*

19:38 | 06.04.2014
davidbe (3927)

ძელა ხუიოვა!კომენტარის დატოვების ხალისსაც არ გვიტოვებენ...

19:08 | 06.04.2014
paata68 (985)

ხო კიდევ -63 გოგონებში ხატია ჯანაშვილი ვერცხლი

19:04 | 06.04.2014
paata68 (985)

სალონიკში დამთავრდა ევროპის თასი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის. ქართველების მინაგარი : 8 წონითი კატეგორია და 5 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო, 1 მეხუთე, 1 მეშვიდე ადგილი. ჩემპიონები: -55 ნაგლიაშვილი თორნიკე; -60 ჯავახიშვილი ივანე; -66 გუგულაშვილი გიორგი; -81 მარგიანი უშანგი; +100 კიბორძალიძე გუგა. ვერცხლი: -73 ნიაზაშვილი ომარი. ბრინჯაო:
-66 ვიბლიანი ბექა; -90 მალვენიშვილი ილია და მამარდაშვილი ზაური; -100 თაყაძე გიორგი; +100 გელაშვილი გიგა. მეხუთე -100 ნემსიწვერიძე კარლო. მეშვიდე -60 ლიპარტელიანი გელა.

როგორია ა? ეს კუტანიძეს გადაეცით ვინმემ!!!!

17:51 | 06.04.2014
მადრიდისტა (17021)

უცებ არ გადადგენ გაიხსენეთ ვინაა ყველაფრის თავი და პასუხიც იქნება ყველაფერზე

17:43 | 06.04.2014
braziliano84 (1301)

ასე სუსტად ბოლოს როდის გამოვედით ევროპის ჩემპიონაზე? სირცხვილია,სირცხვილი....

17:22 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

სირცხვილი და თავის მოჭრა ჩვენს მოჭიდავეებს..D

17:21 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

დაგვრჩა ერთი ცირეკიძე საღამოს მესამესთვის...

17:20 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

გახეთქეს ქობლიაშვილი, იმნაირი მოგვერდი გაუკეთა პოლონელმა..სირცხვილო

17:08 | 06.04.2014
l.kobiashvili (434)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/danamatebi')>0?'https://www.facebook.com/danamatebi':'https://www.facebook.com/danamatebi')) მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი ამერიკიდან შემოგვიერთდით.

16:45 | 06.04.2014
braziliano84 (1301)

გვაქ დღეს კიდე რამე მედლის შანსი?

16:37 | 06.04.2014
parabelumi (496)

ხინჩაგას ოქროს წარმატებათ ჩაგვითვლიან,აგერ ნახავთ.

15:49 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

მინდორაშვილის უდიდეს პატივს ვცემ როგორც მოჭიდავეს. ჩემი ერთ ერთი მისაბაძი სპორტსმენი იყო, მაგრამ კარგი სპორტსმენობა კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს რაა. დარჩიაზე არ ვიცი რა ვთქვა......

15:46 | 06.04.2014
mst (1810)

ფედერაციას და მწვრთნელებს ვინც არ გადადგეს მთელმა საქართველომ მაგათ.............................

15:46 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

დაიწყებენ ეხლა უაზრო თავის მართლებას

15:45 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

მეეჭვება დღეს მედალი, ცირეკიძე თუ მოასწრებს დასვენებას და ძალების აღდგენას...

15:43 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

ფინალს ვინ ჩივის, ერთი მედალი სანატრელი გაგვიხადეს

15:40 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

სმხებმაც გვაჯობეს, გუშინ ჩემპიონი ყავდათ, დღეს ერთი ფინალშია

15:38 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

დააწყვიტეს ხალხს ნერვები ამ დეგენერატებმა

15:38 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

მე კი დამაწყდა ნერვები..

15:38 | 06.04.2014
Levani Grajdanin Mira (101)

გააგრძელებს თუ არაა დალეწავს ყველაფერსს

15:38 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

ასეთი საზიზღრობისთვის არასოდეს მიყურებია. ეს რა იყო.

15:37 | 06.04.2014
shotaminashvili2 (528)

აზრზე არ არიან ჩვენ კიდე რაზე ვიშლით აქ ნერვებს. ან არ ვარჯიშობენ და ეზარებათ ან უბრალოდ არ შეუძლიათ მეტი. აქ ფორმაში არყოფნაზე, არგამართლებაზე და მსაჯების მიკერძოებულებაზე არ არის საუბარი...

15:37 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

ფინელმა უნდა მოუგოს გერმანელს, ქობლიაშვილმა რომგააგრძელოს

15:36 | 06.04.2014
neeskensi (2433)

მოკლედ თუ შუბლზე ძარღვი შერჩენიათ უნდა გადადგნენ ფედერაციან-მწვრთნელებიანად.მაგრამ ეჭვი მეპარება ამაში....

15:36 | 06.04.2014
Levani Grajdanin Mira (101)

ფინელი რომ ესე ალალად მოგიგებს,ვიგას უნდა მოუგოო ბოლოო ბოლოო ნამუსი აღარ არარის?

15:36 | 06.04.2014
toshihiko (1309)

თავზე დაგვამხეს ყველაფერი

15:36 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

გასაყრელია ყველა, მწვრთნელიან ფედერაციანად

15:35 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

აუ დაახვიონ რააა. საერთოდ აგარ ჩამოვიდეს აქ არცერთი

15:35 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

ალალად მოუგო

15:35 | 06.04.2014
Levani Grajdanin Mira (101)

ვაი ჩვენი ცოდვაა

15:35 | 06.04.2014
neeskensi (2433)

ეეეე...ქობლიაშვილმაც წააგო....

15:25 | 06.04.2014
maxo_65 (5844)

ახლა იწყება

15:21 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

კიი

15:19 | 06.04.2014
toshihiko (1309)

სომეხის და გერმანელის მერე გამოდის?

15:13 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

ამ უკრაინელის მერე ერთი იქნება და მერე უწევს ქობლიაშვილს

15:04 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

ბ ზე იქნება

15:12 | 06.04.2014
metrostar (1954)

დაახლოებით როდის უნდა ველოდოთ ხო არ იცი?

15:03 | 06.04.2014
metrostar (1954)

კობლიაშვილი რომელ ხალიჩაზე იქნება ა. იცით ჯერ?

15:01 | 06.04.2014
sandrinio10 (1411)

გაიხარეთ .იმედია ფინალში ქართველს ვნახავთ დღეს

14:57 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

ცირეკიძე მესამესთვის ჭიდაოს. ქობლიაშვილი 1/4 ფინალშია. ცხადაიამ და დათუნაშვილმა წააგეს

მეტის ნახვა
0.111779