საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, 23 ნოემბერს სამოასთან გასამართი მატჩისთვის შერჩეულ შემადგენლობაში, წინა შეხვედრასთან შედარებით ოთხი ცვლილება განახორციელა.
სამი მორაგბე შერკინების ხაზში შეიცვალა და აქედან ორი პირველ ხაზში. აშშ-სთან წაგებული მატჩისგან განსხვავებით, კუნძულელებთან მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. დავით ხინჩაგიშვილი განაცხადში არაა, ხოლო დავით ქუბრიაშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვება. მეორე ხაზში ცვლილება არ მომხდარა, ხოლო მესამე ხაზში მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება გიორგი თხილაიშვილი. მან აშშ-სთან შეხვედრაში შალვა სუთიაშვილი შეცვალა, რომელიც ამჟამად სათადარიგოთა შორისაა.
წლინახევრის შესვენების შემდეგ, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული, ნაკრებს დაუბრუნდა და თედო ზიბზიბაძის ნაცვლად თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს გიორგი შკინინი. ზიბზიბაძე სათადარიგოთა შორისაა. სათადარიგოთა შორის მოხვდა ზურაბ ჟვანიაც, რომელიც გამოძახებულთა შორის იყო, მაგრამ არც კანადის და არც ამერიკის წინააღმდეგ არ უთამაშია.
ხვალ გუნდები “მიხეილ მესხზე” კაპიტნის ვარჯიშებს გამართავენ და ტრადიციული პრესკონფერენციებიც გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ამჯერადაც მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. თამაში 23 ნოემბერს 16:30 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 1 და 3 ლარია.
23 ნოემბერი. 16:30 საათი
თბილისი. “მიხეილ მესხი”
საქართველოს - სამოა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კოპ.), 8. გიორგი ჩხაიძე.
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
სამოა: 15. ფაჰატოინა აუტანგავაია, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვაჰაულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი (კაპ.); 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმს ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე. 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.
სათადარიგოები: 16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენთონი პერენისე, 24. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 23. კენ პისი.