ნბა-ში ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ბოლოებმა მიზანს “ოკლაჰომა სიტი სანდერმა” და “ინდიანა პეისერზმა” უწიეს, რომელთაც შესაბამისად, “ლოს ანჟელეს კლიპერსს” და “ვაშინგტონ უიზარდსს” სერიები იდენტური ანგარიშით – 4:2 მოუგეს.
ოკლაჰომელებმა გადამწყვეტ მატჩში 104:98 იმარჯვეს და დასავლეთ კონფერენციის ფინალში უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მესამედ გაივდნენ.
აღსანიშნავია, რომ “სანდერმა” თამაში სუსტად დაიწტო და კალიფორნიელებს 16 ქულითაც კი ჩამორჩა, თუმცა, მეტწილად კევინ დიურანტის ჩაუქობის წყალობით, სიტუაციის შემობრუნება მოახერხა.
რეგულარული სეზონის უძვირფასესმა მოთამაშემ მოედანზე 44:06 წუთი გაატარა და 39 ქულას 16 მოხსნა და 5 პასი წაამატა, ამასთან, 8-დან 5 სამქულიანი და 10-ვე საჯარიმო გამოიყენა. ორმაგ დუბლს (19 ქულა, 12 პასი) გამორჩა რასელ უესტბრუკიც, “კლიპერსს” კი, კრის პოლმა (25 ქულა, 11 პასი) და ბლეიკ გრიფინმა (22 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი) ულიდერეს.
დასავლეთ კონფერენციის ფინალში “სანდერი” გასული სეზონის ფინალისტ “
“სპურზის” ქომაგთა გასახარად, ოკლაჰომელებთან ჯახის პირველივე მატჩში დაუბრუნდება მოედანს ტონი პარკერი, რომელმაც “პორტლენდთან” დასკვნით შეხვედრაში მუხლი დაიშავა და თამაშის დასრულება ვერ მოახერხა. ფრანგი გამთამაშებლისთვის (პლეი ოფში საშუალოდ 21.0 ქულა) ჩატარებულმა გამოკვლევამ სავალალო შედეგები არ გამოავლინა.
სამაგიეროდ, ჯერაც უცნობია, რა
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “ვაშინგტონთან” სერია გამარჯვებით დაასრულა აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა “
“პეისერზის” გამარჯვებაში (93:80) დიდი წვლილი ფორვარდმა დევიდ უესტმა დაიდო, რომელმაც თამაშიდან ერთბაშად 26-ჯერ (!) შეუტია და 38:28 წუთში 29 ქულა მიითვალა.
ინდიანელები აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებენ და შარშანდელის მსგავსად, მათი მეტოქე “მაიამი ჰითი” იქნება. შეგახსენებთ, რომ გასულ დაპირისპირებაში ფლორიდელებმა 4:3 მოიგეს და საჩემპიონო ბეჭდებიც მოირგეს.
მომავალ სერიაში პირველი მატჩი 18 მაისს ინდიანაში ჩატარდება და მოედნის უპირატესობაც “პეისერზის” მხრიდან იქნება.
ვაშინგტონი –
ვაშინგტონი: გორტატი (19 ქ.), ბილი (16 ქ.), ნენე (15 ქ.), უოლი (12 ქ. 9 პ.), არიზა (6 ქ. 7 მ.); მილერი (4 ქ.), უებსტერი (4 ქ.), გუდენი (4 ქ.), ტემპლი, პორტერი, ჰარინგტონი, სერაფინი.
ინდიანამ მოიგო სერია 4:2
კლიპერსი –
კლიპერსი: პოლი (25 ქ. 7 მ. 11 პ.), გრიფინი (22 ქ. 8 მ.), რედიკი (16 ქ.), ბარნსი (9 ქ.), ჯორდანი (9 ქ. 15 მ.); კოლისონი (6 ქ.), დევისი (6 ქ.), კროუფორდი (4 ქ.), გრეინჯერი (1 ქ.).