ჭიდაობა

17:24 | 27.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოთხ წონაში ფინალისტები გამოვლინდნენ

დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს მედლები შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში თამაშდება.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 12 საათზე დაიწყო და უკვე ფინალისტებიც გამოვლინდნენ. ყველაზე საინტერესოდ მოვლენები მძიმე წონაში განვითარდა, სადაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი დავით მოძმანაშვილი ნახევარფინალში ახალგაზრდა გენო პეტრიაშვილთან დამარცხდა.
გადამწყვეტი შეხვედრები 18 საათზე დაიწყება. აქვე ფინალური წყვილებიც:

55 კგ
გიორგი ედიშერაშვილი – გივი დავიდოვი
66 კგ
კონსტანტინე ხაბალაშვილი – ზურაბ იაკობაშვილი
84 კგ
დავით მარსაგიშვილი – ნოდარ ეგაძე
120 კგ
გიორგი საკანდელიძე – გენო პეტრიაშვილი
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162113