ფეხბურთი

21:33 | 15.04.2014 | ნანახია 4567 - ჯერ

ოთარ მარცვალაძე: “საქართველოს ჩემპიონატში თამაში იოლი სულაც არაა”

 

ზამთარში საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი თბილისის “დინამოში” ოთარ მარცვალაძის ჩამოსვლა იყო. რა დონეზე შეუძლია მარცვალაძეს თამაში და მითუმეტეს, რამხელა ძალაა ჩვენს ჩემპიონატში, ეს ყველამ იცის. 29 წლის ფორვარდს თავიდან არ წაუვიდა თამაში, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი. ოთარს ზაფხულამდე აქვს "დინამოსთან” კონტრაქტი და ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ სხვა კლუბს მიაშურებს.

აქვე,“მსოფლიო სპორტის” ინტერვიუ მარცვალაძესთან:

დიდი დრო არ გასულა, რაც “დინამოში” ხართ. თქვენს სათამაშო ფორმას როგორ შეაფასებდით?

- “დინამოში” მოსვლამდე უთამაშებელი ვიყავი, რადგან იცით, “ალანია” დაიშალა ფინანსური პრობლემების გამო, მე კი უკლუბოდ დავრჩი. ასე რომ, ”დინამოში” ფორმიდან ამოვარდნილი მოვედი, მაგრამ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება. დიდი მნიშვნელობა აქვს შეკრების გავლას, ასე რომ, ზაფხულში ფორმაში ჩავდგები.

სხვა კლუბიდან გქონდათ წინადადება?

-  იყო უკრაინიდან. “ტავრია” და “ზაკარპატიე”.

“დინამოდან” შარშან და შარშანწინაც ხომ არ გქონდათ შემოთავაზება?

-  არა. მოხარული ვარ, რომ ”დინამოში” გადმოვედი. კარგი გარემოა, მშვენიერი მოსამზადებელი პირობებია.  

-  ბოლო პერიოდში “დინამო” ხშირად ვერ იგებს და “ზესტაფონთან” სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა. რა მიზეზებია?

- ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ადვილი სათამაშოა, მაგრამ ასე არაა. ჯერ ერთი, “დინამოსთან” ყველა გუნდი სამმაგი მოტივაციით იბრძვის და მეორეც, მოედნებია ცუდი. გარდა ამისა, ძნელია მოგება, როცა მეტოქე 90 წუთის განმავლობაში საკუთარი საჯარიმოდან არ გამოდის. “სიონთან” ბოლო თამაშს თუ ავიღებთ, ასე იყო. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რთულია საქართველოში თამაში: საქართველოში დაბალი დონის ფეხბურთელები როდი არიან. ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის ნიჭი იყო და იქნება.

-  ახალგაზრდა თაობა რამდენად მოგწონთ?

-  გამორჩევა არ მინდა, მაგრამ უდავოდ ნიჭიერები არიან.

გამოცდილზე გკითხავთ: ჩისკოზე რას იტყვით, რამდენად იოლად შეეწყვეთ?

- ჩისკო კარგი ფეხბურთელია, მასთან შეწყობა არ გამჭირვებია.

დღევანდელ ”დინამოს”რამდენად აქვს პოტენციალი, რომ ევროტურნირებზე ღირსეულად გამოვიდეს?

- გუნდი მთლიანობაში უნდა შეთამაშდეს. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის. ამას დრო სჭირდება. შეკრება ვახსენე და სწორედ იქ შეთამაშდება გუნდი. ღირსეულად გამოსვლის დიდი შანსია, ოღონდ, ცოტა წილისყრაშიც თუ გაგვიმართლებს, ცუდი არ იქნება.

-  ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, “დინამოში” დარჩებით თუ არა?

- არა. ზაფხულამდე მაქვს კონტრაქტი და ჯერ არ ვიცი, შემდეგ რა იქნება.

ალბათ, ნაკრებში დაბრუნებაზეც ფიქრობთ.

- ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. შარშან რომ არ მიძახებდნენ, ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა. ალბათ, ჩემი ფორმა არ აკმაყოფილებდა სანაკრებო მოთხოვნებს. ბოლო თვეებში კი სულაც უთამაშებელი ვიყავი. ნაკრებში დაბრუნების სურვილი კი, რა თქმა უნდა, მაქვს.  

შეგიძლიათ, თქვენთვის ყველაზე უხერხული მცველი დაასახელოთ?

- “ვიტ ჯორჯიაში” როცა ვიყავი, მახსოვს თბილისის “ლოკომოტივთან” თამაშები, მე და ლაშა სალუქვაძეს სულ მაგარი ორთაბრძოლები გვქონდა. შემდეგ უკვე თანაგუნდელებიც ვიყავით, ვმეგობრობთ... ძლიერი მცველია, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სწორედ სალუქვაძის წინააღმდეგ თამაში იყო.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:51 | 16.04.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

პრემიერლიგაში ყოფილა იოლი თამაში

01:19 | 16.04.2014
LU 001 KA (1043)

გრაიციარს არ მოურჩა ტრავმა?თუ გაუშვეს ვაბშე?რა იგროკი დაგვეკარგა იმენნა რააა ალვარო და გრაიციარი მოგვცა ეხლა ჩისკო მარწიკა მერება ძარო გორგი ძააან მაჰგარი ნახევარდაცვა იქნებოდა

11:31 | 16.04.2014
KARDINAL (286)

რაღადროს გრაიციარია.

10:54 | 16.04.2014
111111 (5084)

კაი ხნის წინ წავიდა ეგ მგონი ))

00:38 | 16.04.2014
Oliverkahn123 (32)

მარცვალაძე ძაან კაი ფეხბურთელია გამოგვადგება ისე მემგონი ცხადაძის არჩევანიც კაია, გამოცდილია და მგონი შეუძლია ეხლანდელ დინამოს მოუხერხოს რამე

23:56 | 15.04.2014
dinamotb1925 (1350)

მარცვალ უფრო მეტი მოინდომე რა

გაუფორმეთ მარცვალას კონტრაკტი ყველაზე მაგარი შენაძენია ბოლო წლებში ჩისკოსაც და ყველას ჯობია

23:51 | 15.04.2014
avto21 (1184)

ოეე გაუფორმეთ ამ კაცს კონტრაკტი ყველაზე მაგარია გუნდში შემტევებიდან მერებაშვილთან ერთად

23:29 | 15.04.2014
LU 001 KA (1043)

მაგარი ხარ ოთარ!!!

23:27 | 15.04.2014
araza-1918 (6330)

29 მაისს არაბებთან მარცვალაძეს გოლი გვინდა

23:20 | 15.04.2014
shakooo7 (2507)

სალუქვაძეც და მარცვალაძეც სანაკრებო ხალხია 2 წელია ვიძახი, მაგრამ ვინ მისმენს თუ 11 კაცში არა გამოძახებას მაინც იმსახურებენ

10:17 | 16.04.2014
ხულოელი (85)

კაცი თვითონ ამბობს ორი წელია ნაკრების დონეზე ვერ ვთამაშობო, ქეცბაია არჩევს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოცემულ ეტაპზე მზად არიან, მარა ჩვენ ხო ყველაფერში ,,პროფესორები" ვართ..

23:06 | 15.04.2014
mamukapa (64)

დინამოში ალბათ იმიტო წამოვიდა რო იმ მომენტში სხვა გზა არ ქონდა და ზაფხულში თუ რამე პონტი გაეჩითა არამგონია ბევრი იფიქროს,ეგრევე დაგაზავს. და არც ნაკრებში თამაში ესიზმრება ალბათ ყოველ ღამე...

22:38 | 15.04.2014
irakligogiteli (71)

წარმარებები ოთარ

22:24 | 15.04.2014
lukamera (321)

ტავრიასნაირ გუნდებში არ წახვიდე ოთარ.იყავი დინამოში,ნაკრებსაც ჭირდება გამტანი

21:51 | 15.04.2014
ROONEY_10 (518)

აუ დნიპროში რა გაიგიჟა თავი ვიგაცამ ოთხი გოლი გაიტანა

21:56 | 15.04.2014
რაჭა (10043)

მათეუსი ყოფილა გვარად და აბა რას იზამდა DDD
0?'>http://livetv.sx/lenta/80207_dnepr_vishel_na_pervoe_mesto_chempionata_ukraini/':'>http://livetv.sx/lenta/80207_dnepr_vishel_na_pervoe_mesto_chempionata_ukraini/'))

21:50 | 15.04.2014
რაჭა (10043)

ოთარ დარჩი "დინამოში"!!!.....მარცვალაძე, "დინამოსთვის" ბოლო წლების ყველაზე კარგი შენაძენია

0.14298