დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის, ქვედა ექვსეულის 31-ე ტურის მატჩები გიმართა. “ზუგდიდმა” შინ “მერანს” დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო, მაგრამ რადგან “სპარტაკმაც” “დილა” 2:1 დაამარცხა, “ზუგდიდი” “მერანის” შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელიც უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.
გვიან მატჩში კი “ტორპედომ” “ვიტ ჯორჯიას” 20 წლის ოთარ კვერნაძის პოკერით, ირაკლი ლექვთაძისა და იგორ სავჩენკოვსის გოლებით 6:1 მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 კირკიტაძე (45), 2:0 სამუშია (84), 3:0 ბულია (90)
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნოზაძე (45 საკუთარ კარში), 2:0 მეტრეველი (54), 2:1 ბოლქვაძე (90)
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 6:1 (2:1)
ტორპედო: კვასხვაძე, ხარაბაძე, თოდუა, ადამაძე, ელიავა, ჩიკვილაძე (ბერუაშვილი 83), გელაშვილი, ლექვთაძე (ტუღუში 46), ხურციძე (სავჩენკოვსი 46), მარკოზაშვილი, კვერნაძე.
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
ვიტ ჯორჯია: შეროზია,საბაძე, გეთიაშვილი, მერაბიშვილი (წყაროზია 66), მჭედლიშვილი, ღიბრაძე, დავლაშელიძე, ნიკა მაისურაძე, დემეტრაშვილი (ელგუჯა ლობჯანიძე 46), კორიფაძე, სიჭინავა (კვირკვია 74)
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
გოლები: 1:0 კვერნაძე (10), 2:0 ლექვთაძე (21), 2:1 დავლაშელიძე (37), 3:1, 4:1, 5:1 კვერნაძე (67, 69, 77), 6:1 სავჩენკოვსი (90)
გაფრთხილება: გეთიაშვილი (22), გელაშვილი(25)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.
1 | ტორპედო | 31 | 13 | 6 | 12 | 42:43 | 45 |
2 | ვიტ ჯორჯია | 31 | 13 | 6 | 12 | 41:44 | 45 |
3 | დილა | 31 | 11 | 9 | 11 | 44:35 | 41 |
4 | სპარტაკი | 31 | 11 | 4 | 16 | 32:38 | 37 |
5 | ზუგდიდი | 31 | 9 | 6 | 16 | 25:42 | 33 |
6 | მერანი | 31 | 6 | 4 | 21 | 21:59 | 22 |
მეგოლეები:
16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”),
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), ოთარ კვერნაძე (“ტორპედო”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა ხვალ პაპინაა მიდი შენი იმედი მაქ-მონღოლები იქნება დაყაროს რა.
stripslashes((strlen('http://www.ippon.org/gs_fra2014.php')>0?'http://www.ippon.org/gs_fra2014.php':'http://www.ippon.org/gs_fra2014.php')) იქნებ ვინმემ ამიხსნას რატომ არ არიან აქ ის სპორცმენები ვინც ზემოთ არიან ჩამოთვლილი შეცდომაა თუ რამე უბბედურება მოხდა მორიგი? შეილება მე ვცდები.
ახალი სტატია წაიკითხე. ტრავმები მიიღეს ბიჭებმა. ზებედას წონის პრობლემა აქვს და მაგის გამო
რა არის იცი, ლიპო ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური მოჭიდავეა. გონსალესი უფრო ვირია და ეგეტ ვირებს როგორც წესი ტაისონასთან ფეხი არ ჩასდით.
გასაგებია ეგ მარა რავი ვნახოთ რა. ზეგ გამოჩნდება ყველაფერი )
მუშნი სად დაგვეკარგე
აუ თბილისის ტურნირს ვმაზავ არადა როგორ მინდოდა მანდ ვყოფილიყავი რა, ძაან მინდოდა
:
(
წასით კაი სასტავი უნდა ჩამოვიდეს უკეთესი ვიდრე თურქეთის გრანპრიზე დადიოდა.
კიი მეც ეგრე ვფიქრობს. ალბათ ეგრეც იქნება
მომკალი და მგონია რო ტაისონა გაირწყინებს ზეგ
ღმერთმა ქნას
რაღაც არანორმალური მონაცემები აქვს. ძალიან რთული გონსალესთან, ვარლამასთან, დენისოვთან ჭიდაობა მაგრამ იმედი მაქ რო ცოტა გამოცდილებაც და რავი მე მგონი შეუდარებელი იქნება. თან კიდე რავი რაღაც არანარმალურად მეიმედება
იმედია ვარლამას ფინალში შეხვდება, მაგრამ მოგრბის შანსი ლიპოსYან ნაკლებად აქვს.
გომესთანაც ძაან ცოტა აქვს მაგრამ იმედი მაქ რომ მოუგებს
მთავარია არ ინერვიულოს
ტაისონა კუბელთან უკეთესად იჭიდავებს ქართველებთან უჭირს მობილიზება. გაიხსენე როგორ წააგო პაატა ღვინიაშვილთან საქართველოზე.
ხო ეგეც მართალია. იმედი მაქ რომ მიაღწევს გონსალესამდე და მერე ვნახოთ არ ვიცი. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მაგრად ეჭიდავება გონსალესს
რუსები ყველა წონაში 5-6 კაცს მაინც აგზავნიან სხვადასხვა ტურნირებზე. შეჯიბრს არ ტოვებენ.
და არც ერთ შეჯიბრს არ ტოვებენ. ბუდღუზონიაშიც დადიან. აუფ ამის ნახევარი დაფინანსება რომ მოგვცა რაც მაგათ აქვთ რა
ჩირიკა წესით ფინალში უნდა გავიდეს ასევე ლიპოც.
ხოო იმედი მაქ. რავი ოქროს იმედიც მაქ
გონსალესი ღვინიაშვილის ქვეჯგუფშია და წესით მეოდხედფინალში უნდა შეხვდნენ.
გონსალესი არი და ეს კარგია. აუ ძაან ძაან მინდა რომ ტაისონამ გადაურბინოს რა. გამობრწყინდეს ტაისონა. ძაან მაგარი სასტავია შეკრებილი 90-ში მარა მაინც. მე რუსების მიკვირს რატო არ ყავთ მთავარი იმედი ნაკრებში. კირილები სად არიან
)
დაიდო ბადეებიიი
ჭიდაობს გონსალესი ძმა
კი ვნახე ვნახე
ბადეები რომელი საათისტვის იქნება?
საღამოს 9-10 ზე დაიდება
ვინმემ ილიადისის და ლიპოს სტატისტიკა დაერეტ რა
ცუდია ერთბაშად 2 წონაში არცერთი მონაწილე. ქალდანს ვირუსის გარდა გამძლეობი პრობლემები აქვს.
სამწუხაროდ ტრავმების გამო 5 კაცი დააკლდა შემადგენლობას.
0?'>http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/60309-saqarthvelos-dziudoisttha-nakrebi-qdid-muzaradzeq-khuthkaciani-danaklisith-midis.html':'>http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/60309-saqarthvelos-dziudoisttha-nakrebi-qdid-muzaradzeq-khuthkaciani-danaklisith-midis.html'))
ცუდი ამბაცია
რინერი არ არის განაცხადში
ვაა რატო?
არ ვიცი მეც ეხლა ვნახე
7-ში იქნება მარა დაწერონ ამათმა რა რამე არ შეიძლება? რას შვებიან ბიჭები, როგორ ემზადებიან, ტრავმებზე რა ხდება. სხვა გუნდები რა ფორმაშI არიან, ლიდერები რომელ ნაკრებს არ ეყოლება. ეშლი გონსალესი რო არ იქნება ვიცი და დალშე დაწერეთ რა
არის განაცხადში ჩავა თუ არა არ ვიცი
ვერ ჩავა დოპინგსკადალი აქვს სერიოზული. თუ დაუმტკიცდა ოქროს ვარლამას მისცემენ
რაღაც არ მჯერა მაგის
კი კი უეჭველი ვიცი რომ აგ დღეშია. რა დაუმტკიცდება არ ვიცი, ისე ძაან კი გაიწელა ეგ პროცესი რავი, თუ ქონდა უნდა დისკვალიფიკაცია მისცენ თუ არადა შეეშვან-რაგაც ცუდი სუნი დგას მანდ
ჩვენების აგორებული მგონია. სამაგიერო გადაუხადეს მაგ კუბელს. არ გახსოვს ტიპი რას იძახდა? ქართველებმა ქრთამი შემომთავაზესო! თორემ დოპინგის აღმოჩენის შემთხვევაში მანდ ჩაწყობა შეუძლებელია.
ჩვენების საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს. მაგ გონსალესს უარესი ეკუთვნის, რაც მაგან იკადრა.
პარიზის ბადეები rodის იქნება
ეჰ ცუდი დასაწყისია
ძაან
stripslashes((strlen('http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=1613')>0?'http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=1613':'http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=1613')) აქ არის სოფიის ტურნირი
ეეე ძიუდოს კამანდა ვააბშე არ აქტიურობთ რა
)
დღეს რატო უნდა ვიაქტიუროთ ხვალ არის ტურნირი
ეჰ ხვალ დილით მე ვერ ვიქნები აქ. აი მეორე ფინალებე იმედია გავლენ და დიდი სიამოვნებით
stripslashes((strlen('http://www.eju.net/?portalId=87&id=1613&mode=showEvent,')>0?'http://www.eju.net/?portalId=87&id=1613&mode=showEvent,':'http://www.eju.net/?portalId=87&id=1613&mode=showEvent,')) აქ იქნება მგონი.
მადლობა ალექს.
აქედან გული მიგრძნობს 3 ოქროს 4ბრინჯაოს ჩამოოვიტანთქ
ეგ ტურნირი ევროპის ჩემპიონატზე მაღლა დგას და მაგდენი მედალი გაუჭირდებათ რომ აიღონ.
კი მეც გეთანხმები სამწუხაროდ
გისმინოს ღმერთმა მუშნი
ახლოვდება ძიუდოისტთა სეზონის პირველი სტარტი - სოფიაში გასამართი "ევროპის ღია თასი", რომელშიც ქართველებიც იასპარეზებენ.
ეს შეჯიბრება 1-2 თებერვალს ჩატარდება ორივე სქესის წარმომადგენელთა შორის. მოგეხსენებათ, ადრე იქ მხოლოდ ქალების ტურნირი ტარდებოდა, ზუსტად იმავე პერიოდში კი ანალოგიურ შეჯიბრებას თბილისი მასპინძლობდა ვაჟებში. თუმცა, რაც ჩვენი შეჯიბრება "დიდ პრიზამდე" ამაღლდა და თარიღმაც მარტში გადაიწია, ვაჟთა მასპინძლობის უფლებაც სოფიას გადაეცა.
ბულგარეთში ჩვენგან გოგოებიც გამოვლენ და - ვაჟებიც, თუმცა ყველა საკუთარი ხარჯებით მიდის, რადგან ეს ტურნირი ჩვენი ფედერაციის კალენდარში არ შედიოდა და ვერც ხარჯებს გაიღებს.
გოგოებში ორი მონაწილე გვეყოლება - შორენა შარაძე (63) და ირინა ლეონიძე (+78), რომლებსაც აჭარა აფინანსებს. საკუთარი ხარჯით მიდიან გიორგი გუგულაშვილი, კახა ცაგარელი (ორივე - 66), არჩილ გოგოლაშვილი (90) და მიხეილ ნარიმანიძე (100).
ლექს იპპონ.ტვ-ზე არ არი სტრეამ და სად ვუყურო სოფიას?
stripslashes((strlen('http://www.eju.net/?portalId=87&id=1613&mode=showEvent,')>0?'http://www.eju.net/?portalId=87&id=1613&mode=showEvent,':'http://www.eju.net/?portalId=87&id=1613&mode=showEvent,')) აქ უნდა იყოს წესით.
ამასობაში გაირკვა 15-16 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში, ასევე, "ევროპის ღია თასზე" წამსვლელ ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, სადაც ირაკლი უზნაძე ძირითადად სათადარიგოებს გამოცდის: გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, გელა კელიხაშვილი (66), ზურაბ ნოზაძე, ფრიდონ გიგანი, თამაზ კირაკოზაშვილი (სამივე - 73), ლაშა ზურაბიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - 81), ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი (90), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (100), როსტომ ხახალეიშვილი, გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე, გიგა გელაშვილი (ოთხივე - +100).
რა კამათი მიდის აქ ვერ გავიგე ! სამწუხაროდ იაპონელები ჩვენზე ძლიერები რომ არიან როგორც ტიტულებით ისე ძლიერი ძიუდოისტებით და სკოლით ამას კითხვა უნდა ??
არამხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს, ვალერი ლიპარტელიანი უკვე "ევრაზიის" ჩემპიონიც არის.
გასულ კვირას ტიუმენში ძიუდოსთვის უჩვეულო ტურნირი გაიმართა - ევროპა აზიის წინააღმდეგ! ქალთა და მამაკაცთა ტურნირები პარალელურად ჩატარდა და არც გენდერული თანასწორობა დარღვეულა - ქალებიც და ვაჟებიც ტატამზე 7-7 წონით კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილნი.
შვიდიდან ორ წონაში ევროპელთა ღირსებას ჩვენებურები იცავდნენ - საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვალერი ლიპარტელიანი (90კგ).
წესით, ქართული "დესანტი" კიდევ უფრო შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ორგანიზატორებს შვიდ წონაში სამი ქართველი მეტისმეტად ებევრათ და... ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმეწონიანი ადამ ოქრუაშვილი რუსი ალექსანდრ მიხაილინით შეცვალეს.
საბოლოოდ, ევროპელებმა დიდი უპირატესობით (10:4) იმარჯვეს, საერთო ყულაბაში კი მხოლოდ ერთი ქართული ქულა "ჩაჩხრიალდა": ჭრიკიშვილი უზბეკ იმამოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი სამხრეთკორეელ მსოფლიო ჩემპიონ კიუ-ვონ ლეეს აჯობა.
ევროპის, მსოფლიოს და ევრაზიის ჩემპიონთან ინტერვიუ სწორედ ტიუმენური შთაბეჭდილებებით დავიწყეთ:
- ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი გახლდათ. არც ორგანიზება დაეწუნებოდა და ძლიერმა შემადგენლობამაც მოიყარა თავი როგორც ევროპის, ისე აზიელთა მხრიდან. კონტინენტის ნაკრებში მოხვედრა სპორტსმენისთვის დიდი პატივია. მით უმეტეს, როცა ამას გამარჯვებაც ემატება...
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თავი ტურნირის ერთ მონაწილესაც კი არ დაუზოგავს! საქმეს ყველა სერიოზულად მიუდგა და ევროპა-აზიის დაპირისპირებას მხოლოდ შოუს სახე ნამდვილად არ ჰქონია. შედარებით უჩვეულო ის გახლდათ, რომ თითოეულ მონაწილეს ტურნირზე მხოლოდ ერთი ორთაბრძოლის გამართვა უწევდა. ფაქტობრივად, ფინალს ვჭიდაობდით და მაქსიმალურად ვიყავით მობილიზებულნი.
- შენს ორთაბრძოლას როგორ გაიხსენებ? როგორც მახსოვს, სამხრეთკორეელ მსოფლიო ჩემპიონ კიუ-ვონ ლეეს კარგა ხანია აღარ შეხვედრიხარ...
- 2008 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რომ შევხვდით ერთმანეთს, მას მერე ჩვენი გზები აღარ გადაკვეთილა. ლეე ძლიერი მოჭიდავეა, 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ასე რომ, იოლად ნამდვილად არ მომიგია, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვე და ევროპის ნაკრებს ქართული ქულითაც შევეწიე...
- კარგი იქნებოდა, ჭრიკიშვილსაც მოეგო, მაგრამ... ცხადია, რომ ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორს არის.
- 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის მოჭიდავეებს მეტი მოძრაობა, სისწრაფე მოეთხოვებათ. წლის პირველი შეკრება ბაკურიანში გავიარეთ. ძირითადად, ფიზმომზადებაზე ვაკეთებდით აქცენტს და ნაკრების დანარჩენი წევრების მსგავსად, საუკეთესო ფორმისგან ჯერ "ჩირიკაც" (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.) შორს არის. ამის მიუხედავად, უპირატესობას მაინც ფლობდა.
სამწუხაროდ, გდება გაეპარა და მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. სპორტია, ხდება ხოლმე, თორემ ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ და მაშინ ავთომ აჯობა.
- თავდაპირველად ევროპის ნაკრებში ადამ ოქრუაშვილიც დასახელდა, თუმცა, საბოლოოდ, მძიმე წონაში მის ნაცვლად მიხაილინი აჭიდავეს...
- ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, მიხაილინი უკვე ასაკოვანია, ხვალ-ზეგ კარიერას დაასრულებს და რადგან ტურნირი რუსეთში იმართებოდა, ადამის ნაცვლად, ორგანიზატორებმა სწორედ მას მისცეს ჭიდაობის შესაძლებლობა.
- ევროპის ნაკრებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ეს რისი დამსახურებაა?
- აზიელებს მამაკაცებშიც და ქალებშიც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ და ასეთი ანგარიშით გამარჯვება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. თუმცა ტურნირს ევროპამ უმასპინძლა და როგორც ჩანს, ამის გამო ევროპელები უფრო მობილიზებულები ვიყავით.
- რას ამბობენ, ევროპა-აზიის დაპირისპირება ტრადიციული ტურნირი გახდება?
- როგორც რუსეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ეციო გამბამ გვითხრა, ევროპისა და აზიის დაპირისპირება 1985 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. ორგანიზატორებს ნამდვილად აქვთ სურვილი, ტურნირი ტრადიციული გახდეს, მაგრამ რადგან ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ამბობენ. თუ გაიმართება, ჩვენი მხრივ, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიჭიდავებთ ევროპის ნაკრებში...
- მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეშლი გონსალესთან წააგე. კუბელს დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებენ და თუ ბრალდება დაუმტკიცდა, ოქროს მედალი შენ გადმოგეცემა?
- დოპინგის გამოყენებას არც თავად გონსალესი უარყოფს, ოღონდ ირწმუნება, რომ აზერბაიჯანული შეკრებისას იქაურმა ექიმმა "შეაპარა" აკრძალული პრეპარატი. არ ვიცი, დაიჯერებს თუ არა ამ ვერსიას ანტისადოპინგო სააგენტო, მაგრამ ჯერჯერობით საქმის ძიება არ დასრულებულა. რაც შეეხება ოქროს მედლის ჩემთვის გადმოცემას, სანამ ანტისადოპინგო სააგენტოს საბოლოო ვერდიქტი არ გახდება ცნობილი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
- უკვე ცნობილია, რომ პარიზის "დიდ სლემზე", 90 კილოგრამში ჩვენგან შენ და ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებთ. როგორ ფიქრობ, ბექა უფროსების ტურნირებზეც ისევე წარმატებით იასპარეზებს, როგორც ახალგაზრდებში?
- ბექა ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ძიუდოისტია და თავის ასაკში ყველა ტურნირი დამაჯერებლად მოიგო. მისი წარმატება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან წონაში ძლიერი კონკურენტი მეყოლება და მოდუნების შესაძლებლობას არ მომცემს - ჩემპიონები ხომ კონკურენციაში იბადებიან!
- თავად მითხრა - ლიპოსთან საჭიდაოდ ჯერ მზად არ ვარო... შენ რას იტყვი?
- მზადების დროს ერთმანეთის წინააღმდეგაც გვიჭიდავია, მაგრამ ვარჯიში ერთია, ტურნირს კი სხვაგვარი დატვირთვა აქვს.
ბექა დღითიდღე უმატებს და დარწმუნებული ვარ, წარმატებას უფროსებშიც მიაღწევს. მით უმეტეს, 90 კილოგრამი ჩვენთვის ტრადიციულად წარმატებული წონითი კატეგორიაა - ზვიადაური და ცირეკიძე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, წარმატებები მეც მაქვს. იმედია, ტრადიციას ბექა ღვინიაშვილიც გააგრძელებს!
- ახლახან ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს ფედერაციამ გურამ თუშიშვილი და ლაშა ტაველური რეჟიმის დარღვევისთვის (გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ძიუდოისტები შეკრებაზე ნასვამები გამოცხადდნენ. ამისთვის თუშიშვილი ერთწლიანი, ტაველური კი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. - ავტ.) მკაცრად დასაჯა. არადა, გვეგონა, რომ საქართველოს ნაკრებში ასეთი რაღაცები აღარ ხდება.
- ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რადგან დაზუსტებით არ ვიცი, რა მოხდა, ბევრს ვერაფერს გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, როგორც გავიგე, სერიოზული დარღვევა არ ყოფილა და იმედი მაქვს, სასჯელს შეუმსუბუქებენ. ორივე ძალიან კარგი სპორტსმენია და დარწმუნებული ვარ, შეცდომა მათი ასაკის ბრალია.
Sportall.Ge- კიდევ ერთ არასასიამოვნო თემაზე გკითხავ - ბეთქილ შუკვანის აზერბაიჯანის ნაკრებში გადასვლაზე რას იტყვი?
- ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა... ქართველი საქართველოს სახელით უნდა ჭიდაობდეს, მაგრამ ამავდროულად, ისეთი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეს, სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობის სურვილი რომ არ გაუჩნდეს.
- მაგრამ მეტ-ნაკლებად ხომ ყველას ერთნაირი ანაზღაურება გაქვთ და გამოდის, ყველამ სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობაზე უნდა იფიქროთ?!
- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ყველა ადამიანი თავისებურად უყურებს ყველაფერს, ყველა ერთნაირად ხომ არ იფიქრებს და მოიქცევა?!
ალბათ, ბეთქილს თავისი მიზეზები ჰქონდა... ამ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. თუმცა კი, ვისურვებდი, ეს ფაქტი უკანასკნელი ყოფილიყოს ქართული სპორტის ისტორიაში...
- შარშან პარიზის ტურნირის ჩემპიონი გახდი და საფრანგეთის დედაქალაქში წელსაც ფავორიტის რანგში მიდიხარ...
- ერთი შეკრება უკვე გავიარეთ, თუმცა ბაკურიანში, უმეტესად, ფიზმომზადებაზე ვაკეთებდით აქცენტს. პარიზში გამგზავრებამდე რამდენიმე დღე თბილისში მოვემზადებით და ტექნიკურ და ტაქტიკურ ელემენტებზე ვიმუშავებთ.
საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება ყოველთვის გვიჭირდა, ქართველთაგან ეს მხოლოდ რამდენიმე ძიუდოისტმა მოახერხა და მინდა, შარშანდელი ტრიუმფი წელსაც გავიმეორო. თავს არ დავზოგავ, ტიტულის შენარჩუნება რომ მოვახერხო, დანარჩენი კი პარიზის ტატამზე გამოჩნდება...
- როგორ ფიქრობ, ქართული ძიუდოსთვის 2014 წელი შარშანდელივით წარმატებული იქნება?
- გუნდურში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები გავხდით და შევეცდებით, ტიტულები წელსაც შევინარჩუნოთ. რაც შეეხება პირად ჩათვლას, თუ უფალიც ინებებს, ვეცდები, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებული ვერცხლის მედლები ოქროთი შევცვალო!
+1
კარგიაა. კარგია 90 მართლაც ჩვენი წონაა
ლიპო იმედია მოიშუშუებს თითს პარიზამდე და შეძლებს ჭიდაობას
ვოცნებობ რინერი ოქრუაშვილის ფინალზე. ძაან მინდა ოქრომ დააგდოს ეგ საქონელი რა: ))
კიდევ რინერს მოაგებინებან გაფრთხილებებით და რათ გინდა ? D
არა ძლიერია ძაან მარა იქნებ დააგდოს ადამამ
ჩამოიტანეთ პარიზიდან ოქროები
მაგარი ძლიერი ტურნირია. იმედია ჭრიკი უკეთ მობილიზებული იქნება.
უზნაძეს ფეხი აქ მოტეხილი თუ მე მეჩვენება?
პოტენციით, ჩვენი ნაკრები დღესაც ულაპარაკო ლიდერია მსოფლიოში, მთავარია აიცილონ ტრავმები, არ იზარმაცონ და დისციპლინა იყოს უმაღლეს დონეზე. თუ ეს ყველაფერი შერწყმული იქნება, მსოფლიოში არავინ არ არის ჩვენი მომგები. გუნდურში მუდამ გავხდებით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ხოლო ინდივიდუალურში ყველა წონაში გვექნება მედლები და არ არის გამორიცხული შვიდივე ოქრო იყოს. ასე რომ უცხო არავინ არ გვჭირდება.
Mასეაა
60-ში შუკვანი,66-ში შავდათუაშვილი და ზანთარაია,81-ში წიკლაური,90-ში ჯარჯი, 100-ში თუშიშვილი....ესენიც რომ გვყავდეს საქართველო ულაპარაკო ლიდერი იქნებოდა მსოფლიოში...
ეხლაც ლიდერები ვართ
)
ლიდერები ვართ,მაგრამ ერთერთი...არ დაგვავიწყდეს იაპონია,რომელსაც ჩვენზე მეტი მაღალი კლასის ძიუდოისტი ჰყავს,თუნდაც ძიგარო კანოს ტურნირი ავიღოთ
,სადაც ქართველს არასოდეს მოუგია,წელსაც ჭრიკის და ლიპოს ბრინჯაოს დავჯერდით,არ დაგვავიწყდეს რუსეთი,ბრაზილია,აზერბაიჯანი,ს.კორეა,საფრანგეთი,მონღოლეთი...ჩვენთვის თითო მაღალი კლასის ძიუდოისტი ძალაა და მათი დაკრგვის ფუფუნება არა გვაქვს...ამიტომ მწყდება გული რომ იგივე ჯარჯი სხვა ქვეყნისთვის აგროვებს ტიტულებს,თავის დროზე რომ გავფრხილებოდით,მინიმუნ ერთით მეტი ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლებოდა ,ზანთარაია აბსოლიტურად განსხვავებული თემაა,მაგრამ თავის დროზე მასთანაც შეიძლებოდა მუშაობა საქართველოსთვის რომ ეჭიდავა...შუკვანზე ლაპარაკიც არ მინდა და სიმართლე რომ ვთქვა სადაც ქართველს შეხვდება ყველგან წაგებას ვუსურვებ...კარგი ახალი თაობა მოდის,მაგრამ აქაც შეიძლება იგივე განმეორდეს რაც ჯარჯის შემთხვევაში....ჯღანას ბიჭი რაცაზიშვილი(მასტროპულოსი),ზოიძე(აზოიდისი),დათო გიორგაძე(კარაკიდისი)უკვე წაგვართვა ილიადისმა და ამ ბიჭების ნახევრად ქართველი ნტანატიდისის საშუალებით საბერძნეთი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა სადაც საბედნიეროდ საქართველოსთან დამარცხდა,მაგრამ ვინ მოგვცემს გარანტიას რომ შემდეგში პირიქით არ მოხდეს?...
ძაგარო კანო ყოველთვის ცუდი ტურნირია ჩვენთვის და ცუდად დარჩება. ჯერ ერთი იქ იაპონელებიი განსაკუთრებული მოტივაციით ჭიდაობენ და უამრავი იაპონელი ჭიდაობს. ასევე სეზონის ბოლოა და ბიჭები ფორმაში არ არიან. რაც შეეხება სხვა ნაკრებებს კი ბატონო ყავთ ვარსკვლავები მარა საერთო ჯამში ბაანსის თვალსაზრისით ასეთი გუნდი ჩვენ რო გვყავს დაბალანსებული არავის ყავს და ამაზე მსოფლიოს და ევროპის ჩემპებიც მიუთითებს. ყველაზე სერიოზულ კონკურენტად ისევ იაპონია და რუსეთი რჩებიან გეთანხმები. რავი იმედი მაქ დავყრით პარიზში ყველას და ძაან მინდა ოლიმპიადაზეც დაემატოს გუნდურის დღე
რაოო ცუდი ტურნირიაო ?? ეს სურათი მაინც არ გქონდეს დაყენებული ! DDD
სხვათაშორის მეორე ადამიანი ხარ აქ ვინც ეს იცნო
ნუ შეიძლება სხვამაც იცის მარა ბოდიშს ვუხდი
)
ცუდი ტურნირია კარგი გაგებით ძმა-ანუ ცუდ დროსაა ამის თქმა მინდა. თანაც ბევრი ძლიერი მოჭიდავე არ ჩადის. თანაც არ მახსოვს მანდ მსაჯები ყველაზე ტენდენციურები არიან მსოფლიოში. ამ სურათს რაც შეეხება ეს კაცი ლეგენდაა
))
ცუდი ტურნირია ჩვენთვის და არა საერთოდ
ძიგარო კანოზე თითო წონაში იაპონელებს 4 კაცი ჰყავთ,ისევე როგორც ჩვენ თბილისის ტურნირზე და ყველა მასპინძელს სახლის ტურნირზე...იაპონელებს ბევრჯერ მოუგიათ თბილისში,ჩვენ იქ არასოდეს სამწუხაროდ...რაც შეეხება სეზონის ბოლოს ,ეს ყველასთვის ესეა ქართველისთვისაც,იაპონელისთვისაც და მოზამბიკელისთვისაც...კი დაბალანსებული გუნდი გვყავს მაგრამ პრობლემებიც ბევრია...66 კილოში იმის მერე რაც ლაშამ ზევით აიწია ფაქტიურად აღარ გვყავს მაღალი კლასის მოჭიდავე,ქალდანი,მჭედლიშვილი და კელიხაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან,ქარდავა კი სამწუხაროდ ჯერჯერობით ტურისტია საერთაშორისო ტურნირებზე....100 კილოშიც იგივე სიტუაციაა,თუმცა აქ თუშიშვილს ჩემი აზრით უკვე შეუძლია ვაკუუმის ნაწილობრივ ამოვსება,იმედია მოუხსნიან დისკვალიფიკაციას და თავადაც ესეთ სისულელეს აღარ გააკეთებს...მსხალაძეს და მეტრეველსაც შეუძლიათ მომატება....60 კილოშიც პაპინაშვილი სამწუხაროდ ეულად დარჩა შუკვანის სამარცხვინო საქციელის გამო,იმედია ჩხვიმიანი მალე შეეშველება ამირანს...მძიმეშიც უკვე დროა ოქრუაშვილს სერიოზული კონკურენცია და საერთაშორისო ტურნირებზე ღირსეული პარტნიორობა გაუწიონ ახალგაზრდებმა....შარშან გულში ხინჯად ჩამრჩა რომ სხვადასხვა ტურნირებზე მატიაშვილმა,ზაქარიაძემ და ხახალეიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით წააგეს რუს კრივობოკოვთან,რომლის მთავარი კოზირი მასა და ფიზიკური ძალაა,თუ სერიოზული შედეგების მიღწევა უნდათ ამ ბიჭებმა უნდა მოუნატონ,თორემ უფროსებში კრივობოკოვზე გაცილებით ძლიერი ძიუდოისტებიც არიან...ასე რომ პრობლემები ბევრია...თუმცა იმედია ჩვენები წელს შარშანდელზე მეტად გაგვახარებენ და ამას პარიზიდან დაიწყებენ....
ეგრეა ძმა
ბევრ რამეში გეთანხმები თითქმის ყველაფერში. მე იაპონელების ძალას არ ვაკნინებ. ვიციმინახავს საკუთარი თვალით ძმაო.
უბრალოდ ერთს ვამბობ რომ მეეჭვება ძიგარო კანო მსოფლიოს საუკეთესო ტურნირი იყოს დღესდღეობით. ყვეგვან გვაქვს შედეგი მაგრამ არა იქ,. რაც შეეხება თბილისის ტურნირს ჩამოვლენ ჭელს და იჭიდავებენ ჩვენ უძლიერეს შემადგენლობასთან. იმედია მანდ გაავსებთ სპორტის სასახლეს და ვნახოთ რას წაიღებენ. სახლა და თან მანდ იაპონელებს უდიდესი მოტივაცია აქვთ-მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი. რაც შეეხება ჩვენ ბიჭებთან მიმართებაში გამოთქმულ შენს აზრს 100 %-ით გეთანხმები. კრივობოკოვს რაც შეეხება ურალოდ ვირია-სილვას ტიპის მოჭიდავეა რაღაცნაირი ულაზათო
Dფაიზაღი ხარ
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს "dream tems". კარგია ტაისონას რო მიეცა თავის გამოჩენის საშუალება
მედლების მოლოდინი მაქვს.
მედლები დაიყრებააააააააააააა
ჩავუსხდეთ
სიამოვნებით ვუყურებდი შენთან ერთად. მარა ძაან ემოციური ვარ.
რო იგებენ ვღრიალებ ხოლმე და დავრბივარ იქეთ აქეთ
)
ოლიმპიადაზე ლაშამ რომ მოიგო კინაღამ შევიშალე ჭკუიდან. მარატამ გამიტეხა მაგრად. მაზიანი წავაგე აქ ერთ ძიუდოისტს ვიცნობ უკრაინელია და იმს გავუმაზე და წავაგე
)) ნუ წავაგე პივა და თევზი 
DDD
ხოო მიდიით დრეამ ტეამ ტარარამ ტარააარაამ !! D
ოოოოო როგორ ველოდებიიიიიიიიი მიდით დრეამ ტეამმმმ
იასნია
წარმატებები ბიჭებო !
წარმატებები ლომებო!!!
სად ააგდე ეს ავატარიDDDDDDDD