ფეხბურთი

20:17 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ გაბელია: “ჯგუფით უკმაყოფილო არ ვარ”

თბილისის “დინამოს” ყოფილი მეკარის ოთარ გაბელიას აზრით, რომელსაც 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების გაუწვრთნია და ეროვნულ გუნდშიც მეკარეების მწვრთნელად არაერთი წელი უმუშავია, ევრო-2016 შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში საქართველოს სამეულში მოხვედრის შანსი აქვს.  

ოთარ გაბელია: “საერთოდ ადვილი ჯგუფი და სუსტი მეტოქე არ არსებობს. აუცილებელია, რომ ყველას წინააღმდეგ შენი თამაში ითამაშო. ჯგუფით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ირლანდიასთან გვითამაშია. შოტლანდიასთან მოგვიგია. პოლონეთსაც მოუგეთ, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო. გიბრალტარი რა გუნდია, არ ვიცი. გერმანიაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მაინც უნდა ებრძოლო. ირლანდიასა და შოტლანდიას ტექნიკურ გუნდებთან თამაში შედარებით უჭირთ, მაგრამ მთავარია ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ჯგუფიდან გასვლის შანსი სამ გუნდს რომ აქვს, ძალიან დიდი  საქმეა. გერმანიის შემდეგ, ფავორიტად უფრო პოლონეთი მიმაჩნია, რომელსაც ლევანდოვსკი და კიდევ სხვა კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თუ მზად ვიქნებით, სამეულში მოხვედრა შეგვიძლია”.

0.114446