ფეხბურთი

13:24 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოსვალდო პრანდელის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

 

"საუთჰემპტონის" მფლობელობაში მყოფ იტალიელ თავდამსხმელს დანიელ პაბლო ოსვალდოს იმედი ჰქონდა, რომ ჩეზარე პრანდელი მუნდიალისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანდა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაკრებში ვთამაშობდი და არგამოძახებით იმედგაცრუებული ვარ. ესპანეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ვითამაშე და იმედი მქონდა პრანდელი შემადგენლობაში შემიყვანდა,” - განაცხადა ოსვალდომ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა "საუთჰემპტონმა" ოსვალდო ნახევარი სეზონით "იუვენტუსში" გაანათხოვრა. თავდამსხმელმა ტურინელთა მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთადერთი გოლი ყოფილ კლუბს "რომას" გაუტანა.

გიორგი ბალახაძე

0.115838