“საუთჰემპტონის” იტალიელი თავდამსხმელი დანიელ პაბლო ოსვალდო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გასული წლის 14 დეკემბერს, “ნიუკასლთან” გამართულ მატჩში, სათადარიგოთა სკამზე მჯდომმა ოსვალდომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ქმედება ზედმეტად აქტიურად გააპროტესტა, რის გამოც, ფეხბურთის ასოციაციამ მისი საქმის განხილვა დაიწყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ არგენტინული ფესვების მქონე ფეხბურთელი პრემიერლიგის ორ და თასის ერთ შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, მას 40 ათასი ფუნტის გადახდაც მოუწევს.