ფეხბურთი

12:41 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარი მოურინიოსთან მუშაობით კმაყოფილია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ოსკარს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაში ახარებს. Sky Sports-თან საუბარში, ბრაზილიელმა პორტუგალიელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მოურინიომ “ჩელსისთან” ერთად წარმატებას უკვე მიაღწია. მიხარია, რომ ასეთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაში მიწევს. პირველ თამაშებშიც ჩანს, რა გავლენა მოახდინა მოურინიომ “ჩელსის” ფეხბურთელებზე. იმედია, ზრდასა და პროგრესირებას განვაგრძობ. მოურინიო თავის ფეხბურთელებში დარწმუნებულია. ის ნამდვილად დიდი მწვრთნელია. მისი თავდაჯერებულობა ჩვენც გადმოგვეცემა”, - განაცხადა ოსკარმა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო “ჩელსიში” წლეულს წელს დაბრუნდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111129