ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ოსკარი აცხადებს, რომ მას “სანდერლენდის” ახალი მწვრთნელის, პაოლო დი კანიოს შესახებ არაფერი სმენია.
“მის შესახებ არაფერი მსმენია. არასდროს მინახავს, როგორ თამაშობს ის. თუმცა, რადგან 10 ნომრით თამაშობდა, ესეიგი მან ფეხბურთზე რაღაც იცის.” – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Tribalfootball-ი.
შეგახსენებთ, რომ “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დი კანიოს დებიუტი კვირას, სწორედ “ჩელსის” წინააღმდეგ შედგება.