ძიუდო

18:33 | 18.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორმედლიანი არაბული ფინიში

აბუ დაბის დიდი პრიზის მესამე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. მართალია ჯერ მამაკაცთა ბოლო სამ წონაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში სამეულები სრულად არ შევსებულა, მაგრამ ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100 კგ) არაბულ კვარცხლბეკზე ასვლა უკვე გაინაღდეს.
ლიპარტელიანი ფინალშია და ჩემპიონობასა და 200 სარეიტინგო ქულას შვედი მარკუს ნიმანის ძლევაღა აშორებს. ხანჯალიაშვილი კი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ სუნგ-მინთან დამარცხდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ამასთან პირად რეიტინგს 80 ქულაც შემატა. მძიმე წონაში ტატამზე კიდევ ერთი ქართველი - ადამ ოქრუაშვილიც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში წააგო მომავალ ფინალისტთან, ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიჟთან.
დღესვე მედლები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც თამაშდება, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.183236