"ორლანდო მეჯიქის" ხელმძღვანელობა ზაფხულში დიდი ალბათობით გუნდის შემადგენლობიდან გარიცხავს თურქ ფორვარდ ჰედო თურქოღლუს - იტყობინება Orlando Sentinel.
თურქ ფორვარდთან დადებული კონტრაქტის მიხედვით 2013-14 წლების სეზონი მისთვის ბოლოა "მეჯიქში" და მოქმედი ხელშეკრულების შედეგად კალათბურთელმა უკანასკნელ 12 თვეში 12 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გამოიმუშავოს, რომეთაგან მხოლოდ 6 მილიონი გახლავთ გარანტირებული.
მიმდინარე სეზონში თურქმა 11 მატჩი ჩაატარა "ორლანდოს" შემადგენლობაში, აგროვებდა რა 2,9 ქულას, 2,4 მოხსნას და 2,1 შედეგიან გადაცემას.