"ორლანდო" და "ნიუ იორკი" აქტიურად განიხილავენ ერთმანეთში მოთამაშეთა გაცვლის სხვადასხვა ვარიანტებს. ყველაზე შესაძლებელი ვარიანტი გახლავთ, რომ "მეჯიქის” შემადგენლობას დატოვებს ჯეი ჯეი რედიკი, რომელიც "ნიუ იორკ ნიქსში" გადაბარგდება, ხოლო თავისმხრივ, მაიკ ვუდსონის დამოძღვრილი გუნდი იმენ შამპერტს შეელევა. ორმხრივ გაცვლაში შეიძლება ჩართული იქნენ სხვა მოთამაშეებიც, ან გამოუვალ სიტუაციაში, რომელიმე მესამე ნბა-ს გუნდიც - იტყობინება Hoopsworld.com
შეგახსენებთ, რომ რედიკი ივლისში თავისუფალი აგენტი ხდება და მიმდინარე სეზონში საშუალოდ აგროვებს 15,3 ქულას, 2,4 მოხსნას და 4,4 შედეგიან გადაცემას.
გიორგი ბარბაქაძე