სხვა

15:19 | 19.05.2014 | ნანახია 2578 - ჯერ

ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე მე-9 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში – გაგამარუმ, ხოლო რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში – ტოჩინოშინმა გამარჯვებები იზეიმეს.

თეიმურაზ ჯუღელი ამჯერად ძურიოს პირველ ნომერ აძუმარიუს დაუპირისპირდა და მეტოქე ოშიდაშით დაამარცხა. 5 წაგების ფონზე, ეს, ქართველი გოლიათისთვის მე-4 გამარჯვება გახლდათ და იგი კაჩი-კოშის იგივე დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს. გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე მისდარად მე-14 მაეგაშირა ტოკიტენკუ იქნება.

მაკუშიტას ლიდერთა შორის რჩება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელმაც ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ნაცუ ბაშოზე დივიზიონის მე-6 ნომრის სტატუსით ირჯება, მე-11 რეიტინგის მქონე დეუაჰაიატეს გაეჯიბრა და უვატენაგეთი აჯობა. ტოჩინოშინს მაისის სუპერტურნირზე 5 მოგება აქვს და ჩემპიონობასთან ახლოს იმყოფება.

ელიტარულ დივიზიონში ერთპიროვნულ ლიდერად ისევ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-9 მოგება მე-4 მაეგაშირა ენდოსთან იზეიმა. “თეთრ ფენიქსს” თითო მოგებით ჩამორჩებიან ოძეკი კისენოსატო და მე-5 მაეგაშირა იკიოი. იოკოძუნებს – ჰარუმაფუჯის და კაკურიუს, შესაბამისად, 7 და 6 გამარჯვება გააჩნიათ. ამ უკანასკნელმა მე-3 მარცხი სეკივაკე ტოჩიოძანთან განიცადა.

ნაცუ ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=nnnSLtfIF9I


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:32 | 09.01.2015
CHICHARITO-14 (510)

ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?

09:54 | 09.01.2015
Pharrell (1884)

კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!

22:49 | 08.01.2015
D.rose (1898)

რა სისუელეა ) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს

0.063489
2578