სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

20:35 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ვერცხლი ტარაზიდან

ბაქოში გამართული ოქროს გრან პრის ფინალური ეტაპის პარალელურად, ყაზახეთის ქალაქ ტარაზში თავისუფალ ჭიდაობაში დიმიტრი კუნაევის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. მასზე საქართველოს ნაკრები ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ორივე პოდიუმზე ავიდა - დავით ქერაშვილს (97 კგ) და დავით მოძმანაშვილს (125 კგ) ჩემპიონის ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.

ფინალში ორივემ ყაზახეთის ნაკრების წევრთან წააგო - ქერაშვილმა ნურმუხამბეტ ინკართან, ხოლო მოძმანაშვილმა - დიმიტრი პოპოვთან.

საპრიზო სამეულში კიდევ ერთი ქართველი, ცოტნე ბარამიძე შევიდა, რომელმაც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყაზახეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოსა და ყაზახეთის გარდა ტურნირზე ირანის, უკრაინის, მონღოლეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და იტალიის ნაკრებებიც გამოვიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114902