დღეიდან კვირის ჩათვლით, ქუთაისის სპორტის სასახლე ძიუდოში ორ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 7-8 ოქტომბერს ტატამი 1996-98 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს დაეთმობათ. ისინი ლეგენდარული ქუთაისელი მწვრთნელის, ომარ მერაბიშვილის ხსოვნის მემორიალში ჩაერთვებიან. 9 ოქტომბერს კი კიმონოებს 1993-95 წლებში დაბადებულები მოირგებენ და სახელოვანი მძიმეწონოსანი ძიუდოისტის, აკაკი კიბორძალიძის სახელობის ტურნირზე იჭიდავებენ. ეს შეჯიბრება გუნდური იქნება და წინასწარი მონაცემებით, მასში საქართველოს რეგიონალური გუნდების გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ორივე ტურნირის ორგანიზატორი ძიუდოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციაა.







