რაგბი

0:58 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი თასის მფლობელი - “ბორჯღალოსნები”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ გუნდია და თანაც ისეთი, რომელსაც, რომლის თითეულ წევრსაც პატივი უნდა მიაგო.

“ბორჯღალოსნებმა” მოინდომეს და არა მხოლოდ გაიმარჯვეს, არამედ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მათთვის გადაუჭრელი ამოცანა არ არსებობს. მათ მხოლოდ რუმინეთს კი არ სძლიეს, არამედ ქართველ ხალხს ანახეს, რომ რაგბი ჩვენი თამაშია.

რუმინეთამდე ქართველებს ოთხი ბრძოლა ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ძლიერი მეტოქე და მას ყველაფერში ვაჯობეთ. მხოლოდ 20-30 წუთი წინააღმდეგობა  და მერე გაბრძოლება იმ რუმინეთისგან, რომელიც მსოფლიო თასის მონაწილეა, ძალიან ბევრს ნიშნავს. საქართველო არა მხოლოდ ევროპის მეშვიდე ნაკრებია, უფრო შორსაა წასული და ამას ყველა ხედავს.

მაგრამ ჩვენ არ ვართ ელიტა და რუმინელებმაც შეცდომებით ისარგებლეს - 9:3 დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ჯერ მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით შეამცირა სხვაობა, მერე კი, მრავალფაზიანი ლამაზი და სწრაფი შეტევა დავით ზირაქაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. არასტაბილურმა კვირიკაშვილმა, რომელმაც ორი გასატანი ჯარიმა გააფუჭა, გარდასახვა და შემდგომი ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა - 16:9.

მეორე ტაიმში მეტოქეს რაიმე ღირებულის შექმნის შანსიც არ ჰქონია. ლელოს გატანა “ბორჯღალოსნებს” უფრო შეეძლოთ, მაგრამ როცა მეტოქე დაჯარიმდა, პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღეს, ჯარიმებით უპიტარესობა გაზარდეს და რომ მოენდომებინათ, სარეკორდო მოგებასაც ჩაიწერდნენ. ასე კი, გუნდმა 2014 წლის ერთა თასი შემართა, ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა, მსოფლიო თასზე სასურველი ჯგუფი დაიბევა და ნოემბერში ირლანდიასთან თამაში გაინაღდა. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრიბუნაზე მისულმა მაყურებელმა დაინახა, რომ ამათი თანადგომა ღირს და იმედია, ამის შემდეგ, რაგბის თამაშებზე  ბილეთი მუდამ საშოვარი იქნება.

და ჯამში: საქართველოს ნაკრებმა მეშვიდედ მოიპოვა ერთა თასი, მეცხრედ იმარჯვა ამ დონეზე წლის ჯამში, მეოთხედ შეასრულა “დიდი სლემი” (ანუ, სძლია ყველა მეტოქეს) და მერვედ შემართა “ანთიმოზ ივერიელის თასი”; 2015 წლის მსოფლიო თასზე გავიდა C ჯგუფში, სადაც მეტოქეებად ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გუნდები ეყოლება; მანამდე კი, ამა წლის ნოემბერში “ბორჯღალოსნები” “ავივაზე” ირლანდიას ეწვევიან. 

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეხუთე რაუნდი

15 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 27 000 მაყურებელი

საქართველო - რუმინეთი 22:9 (16:9)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ლაშა მალაღურაძე 61), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე (22. თედო ზიბზიბაძე 57), 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 70); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ანტონ ფეიქრიშვილი 57), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 52), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 57), 4. კოტე მიქაუტაძე (19. გიორგი ნემსაძე 61), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე 67), 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

1 ლელო: ზირაქაშვილი

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

5 ჯარიმა: კვირიკაშვილი (4), მალაღურაძე

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მადალინ ლემნარუ (23. კრისტიან დინიში 70), 13. ქსაბა გალი, 12. რობერტ დესკალუ (22. ფლორინ სურუჯუ 61), 11. იონუც დუმიტრუ (21. დორინ მანოლე 52), 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ვალენტინ კალაფეტიანუ; 1. მიჰაიტა ლაზარი (17. ანდრეი ურსაჩე 61), 2. ანდრეი რადოი (16. ეუჯინ კაპაცინა 74), 3. პაულიცა იონი (18. ჰორაციუ პუნგეა 74), 4. მარიუს სირბე, 5. ვალენტინ პოპირლანი, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. სტელიან ბურკეა.

არ შესულან: 19. კრისტიან მუნტეანუ, 20. ვლად ნისტორი.

3 ჯარიმა: ვლაიკუ

3 სინბინი: გალი, ლუკაჩი, კალაფეტეანუ

 

პორტუგალია - ესპანეთი

ბელგია - რუსეთი

 

1. საქართველო 10   9   1   0   286:106   41
2. რუმინეთი 10   8   1   1   242:106   38
3. რუსეთი 9   5   0   4   185:229   23
4. პორტუგალია 9   2   1   6   121:194   11
5. ესპანეთი 9   1   2   6   131:219   11
6. ბელგია 9   0   1   8   114:225   6
0.12912