ჩოგბურთი

0:07 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ანტალიურ მეოთხედფინალში

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ირჯებიან. ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ორივე ქართველმა გააღწია.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ უკრაინელი ალიონა ფომინა 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა, ხოლო ქვაცაბაიამ მე-2 რეიტინგის მქონე რუს იანა სიზიკოვას 2:6, 6:4, 6:4 სძლია.

მეოთხედფინალში გორგოძე მე-7 რეიტინგოსან სლოვაკ ლენკა ჟურიკოვას გაეჯიბრება, ხოლო ქვაცაბაიას მეტოქე გერმანელი კრისტინა შაკოვეცი იქნება.

ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება წყვილთა ასპარეზობა. მე-4 ნომრად მიჩნეული გორგოძე და ავსტრიელი პია კიონიგი “უაილდ ქარდის” მქონე ჩინელებს – ლის და ჟუს ვერ გაუმკლავდნენ – 5:7, 2:6, ქვაცაბაიამ და თურქმა ესენ კოკჩემ კი ხსენებულ ფომინასთან და შაკოვეცთან (1-ლი განთესვა) 2:6, 1:6 წააგეს.

ამერიკულ რანჩო სანტა ფეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა თამარ ჭალაგანიძე. ქართველმა ჩოგბურთელმა და უკრაინელმა ალეკსანდრა კორაშვილმა მე-2 განთესვის მქონე ამერიკელ ლუიზა ჩირიკოს და ავსტრიელ ტამირა პაშეკს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს – 3:6, 2:6.

0.120549