სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქართული ფინალები შედგება.
66 კილოგრამში ერთმანეთს სანდრო იაკობაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დაეჭიდებიან, ხოლო 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედლისთვის ზებედა რეხვიაშვილი ესტონელ ტუნკერ როტბერგს შეხვდება.
დღესვე მედლები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც თამაშდება და ფინალში ბეთქილ შუკვანი ებრაელ არტიომ არშანსკის შეებრძოლება.
გადამწყვეტი ორთაბრძოლები 17:30 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







