საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებენ.
ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე ფრანგი რომენ ბუფე იქნება, ჟორჟოლიანი გერმანელ დინო პეტერსს შეხვდება, ცირეკიძე – აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, ხოლო ოქრუაშვილი ჰოლანდიელ ლუკ ვერბიის.
მძიმე წონოში ტატამზე ზვიად ხანჯალიაშვილიც გავიდა, მაგრამ ევროპირველობას მერვედფინალიდან გამოეთიშა. ზურაბ ზვიადაური (90 კგ) კი ჩელიაბინსკურ ტატამზე არც გასულა, სავარაუდოდ ტრავმის გამო.
ოთარ მაღლაკელიძე







