ძიუდო

15:36 | 10.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ) პარიზის “დიდი სლემის” ჩემპიონის ტიტულს ორ-ორი გამარჯვება აშორებთ. დავით ლორიაშვილი (100 კგ) კი, ასევე ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს.
ჭრიკიშვილი ნახევარფინალში იაპონელ კეიტა ნაგაშიმას დაუპირისპირდება, ლიპარტელიანი უზბეკ დილშოდ ჩორიევს შეხვდება. ლორიაშვილს კი მეტოქედ იაპონელი იუსუკე კუმაშირო ეყოლება.
დღესვე ფრანგულ ტატამზე ლაშა გურული (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძეც (ორივე +100 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094894