ჭიდაობა

16:04 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ნახევარფინალი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში ორი მოჭიდავე ეყოლება. ზურაბ დათუნაშვილმა ხორვატი ბოზო სტარჩევიჩი ორ პერიოდში – 2:0 1:0 დაამარცხა. ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) კი ასევე პერიოდდაუკარგავად აჯობა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ბულგარელ ხრისტო მარფინოვს.

ფინალის საგზურის მოსაპოვებლად დათუნაშვილი გერმანელ პასკალ ეიზელს დაეჭიდება, ხოლო გეგეშიძე – სომეხ არტურ შაჰინიანსა და ფინელ ანტი ველი ჰაკალას.

 

0.127657