ჭიდაობა

12:37 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი მეოთხედფინალი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ხინჩეგაშვილმა ჩილელი ანდრე რენატო ქუისპეს ძლევის (10:0) შემდეგ, აზერბაიჯანელი ახმედმაბი გუეზატილოვიც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ჩამოიშორა (8:2). მარსაგიშვილმა კი ორივე ეტაპის დასაძლევად სულ სამი წუთი იკმარა. ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს 56 წამში გასცდა (12:2), ხოლო ჩინელ შენგფენგ ბის 2 წუთსა და 4 წამში (13:2).

მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილი ბელარუს ვლადისლაუ ანდრეიუს დაეჭიდება, ხოლო მარსაგიშვილი – ბერძენი ქსენიდისისა და ყაზახეთის სახელით მოჭიდავე კახიძის წყვილში გამარჯვებულს.

0.133519