ფეხბურთი

0:22 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი იაპონელის ამბავი

"ხუმარებს" გლადბახში ცუდად გაეხუმრნენ

 ამ მომენტში ბუნდესლიგის ცხრილის სათავეში ასეთი ოთხეულია: "ლევერკუზენი", "ბაიერნი", "დორტმუნდი", "გლადბახი". ჯერ 3 არასრული ტური გავიდა, მაგრამ დიდი ეჭვია, რომ სწორედ ეს კვარტეტი იქნება ჩემპიონატის მიწურულს საუკეთესოთა შორის, ოღონდ, თანმიმდევრობისა რა მოგახსენოთ...

ცოტა "გლადბახი" დაგაჭვებს ადამიანს, მაგრამ დროა, ლუსიენ ფავრის გაწვრთნილმა სიმპათიურმა გუნდმაც მოსინჯოს ჩემპიონთა ლიგა. და ის, რომ ამ ეტაპზე ფავრს "შალკეზე" კარგი გუნდი ჰყავს, ნათლად გამოჩნდა. გლადბახელებმა 4:1 სძლიეს "ხუმარებს" – მაქს კრუზემ, ანდრე ჰანმა და რაფაელმა სტუმართა დაცვა სრულიად ააწიოკეს და ნება-ნება თამაშობდნენ.

ჰანმა დუბლი შეასრულა, კრუზემ გოლს ორი საგოლე პასი დაამატა და რაფაელმაც ერთ გოლს ერთი საგოლე გადაცემა მიათვალა.

მთლიანობაში, შაბათის მატჩებს სენსაცია არ მოუტანია. "ბაიერნი" "შტუტგარტთან" მარიო გიოტცეს ლამაზი დარტყმით დაწინაურდა, მეორე კი შეცვლაზე შესულმა ფრანკ რიბერიმ გაიტანა რობერტ ლევანდოვსკის პასით. იუბილარ ტომას მიულერს კი (25 წლის გახდა) გოლი არ ეღირსა. 

"დორტმუნდმაც" ნერვიულობის გარეშე აჯობა "ფრაიბურგს" და გამოსარჩვია შინჯი კაგავას გოლი. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რურის კლუბში დაბრუნებულ იაპონელს ხელახალი დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგაში და პირველი ტაიმის ბოლოს გამოიჩინა თავი, მეორეში კი კუნთი დაეჭიმა და შეცვალეს.

მეორე იაპონელმაც გამოიჩინა თავი და მასაც შინჯი ჰქვია – "მაინცის" ფორვარდმა ოკაზაკიმ ბერლინში ორჯერ გაუტანა "ჰერტას". მაინცელთაგან ერთი ბურთი სამი ალაგუიმაც მიითვალა, რომელიც ამ ზაფხულს "ჰერტადან" გადავიდა. ერთადერთი, რაც დედაქალაქელებმა მოახერხეს, რონის გატანილი პენალტი იყო.

კიდევ ის მოხდა საინტერესო, რომ გოლების გატანა არ "ბეზრდება" ხორვატ ივიცა ოლიჩს. "ვოლფსბურგის" 35 წლის ფორვარდმა "ჰოფენჰაიმთან" გასვლაზე 89-ე წუთზე გაათანაბრა და ქულა მოუტანა "მგლებს". 

3 ტურის შემდეგ, ერთადერთი გუნდი, რომელსაც გოლი არ გაუშვია, "კიოლნია". "თხებმა" სტუმრად ვერც გაუტანეს და არც გაატანინეს დებიუტანტ "პადერბორნს".        

 

ბაიერნი – შტუტგარტი 2:0 (1;0)

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ბადშტუბერი (გაუდინიო 43), ალაბა, დანტე, ლამი, ალონსო, ბერნატი, გიოტცე (რიბერი 68), მიულერი, ლევანდოვსკი (პიზარო 87)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი (კრუესო 69), რომეუ, ლეიტნერი (მაქსიმი 81), ჰაენიკი, ვერნერი, იბიშევიჩი (კოსტიჩი 46).  

მწვრთნელი: არმინ ფე.

გოლები: 1:0 გიოტცე (27), 2:0 რიბერი (85)

გაფრთხილება: რომეუ (27), ალონსო (63), კოსტიჩი (90)

მსაჯი: კინჰოფერი.

 

დორტმუნდი-ფრაიბურგი 3:1 (2:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, დურმი, კელი, იოჟიჩი (სვენ ბენდერი 80), გროსკროიცი, მხითარიანი, კაგავა (იმობილე 65), რამოსი (ობამეიანგი 75)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ფრაიბურგი: ბიურკი, კრმაში, ზორგი, კემპფი, გიუნტერი, შუსტერი, ჰიოფლერი, შმიდი, დარიდა (ფრანტცი 80), კლაუსი (ცულეხნერი 83), მეჰმედი (ფილიპი 42)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლები: 1:0 რამოსი (34), 2:0 კაგავა (41), 3:0 ობამეიანგი (78), 3:1 ზორგი (90)

გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (19), კემპფი (59), კრმაში (84), ფრანტცი (84), ცულეხნერი (88).

მსაჯი: დანკერტი. 

 

ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი 1:1 (0:0)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკშიჩი, ზიულე, Pოლანსკი, სალიჰოვიჩი (ელიონუსი 46), რუდი (ციუბერი 83), სტრობლი, ფირმინო, მოდესტე (ფოლანდი 69), შალაი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი.

ვოლფსბურგი: ბენალიო, კნოჩე, იუნგი, ნალდო, როდრიგესი, ლუის გუსტავო (გულავოგი 77), კალიჯური, დე ბტუინი, მალანდა აჯე (ჰუნტი 66), არნოლდი (ბენდტნერი 75), ოლიჩი.  

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 მოდესტე (55), 1:1 ოლიჩი (89).

გაფრთხილება: პოლანსკი (72), გულავოგი (83, 90).

გაძევება: გულავოგი (90)

მსაჯი: შტარკი

 

ჰერტა-მაინცი 1:3 (0:1)

ჰერტა: კრაფტი, ვან დერ ბერგი (კალუ 70), ბრუქსი, ნჯიენგი, ნიმაიერი, სკელბრედი (რონი 53), ლიუსტენბერგერი, ჰეგელერი (ბენ-ჰატირა 81), შულცი, ბერენსი, შიბერი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

მაინცი: კარიუსი, ბუნგერტი, დიასი, ბროსინსკი, ბელი, ბაუმგარტლინგერი, კუ (მალი 60), გეისი, იონას ჰოფმანი (ვოლშაიდი 86), ოკაზაკი, ალაგუი (მორიტცი 74)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი 

გოლები: 0:1 ოკაზაკი (36), 0:2 ალაგუი (71), 1:2 რონი (86 პენ), 1:3 ოკაზაკი (90)

გაფრთხილება: ლუსტენბერგერი (7), ალაგუი (43), ვან დერ ბერგი (45), დიასი (55), ბერენსი (75), ბუნგერტი (86)

მსაჯი: ვინკმანი

 

პადერბორნი – კიოლნი 0:0

პადერბორნი: კრუზე, ჰუნმაიერი, სდტროდიკი, ვემერი, ციგლერი, ვრანჩიჩი, ბაკალორცი, სტოპელკამპი, ბრუკნერი (ბერტელსი 88), რუპი (უალი 73), კაჩუნგა (დუკში 77)

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტნერაიტერი.

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მარო, ექტორი, ვიმერი, ლემანი, ჰალფარი, რისე, ვიოგტი (გერჰარდტი 86), ცოლერი (პეშკო 60), იუჯა (ოსაკო 77)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გაფრთხილება: ცოლერი (40), ლემანი (52)

მსაჯი: გაგელმანი

 

გლადბახი – შალკე 4:1 (1:0)

გლადბახი: სომერი, ვენდტი, შტრანცლი, ჯონსონი, იანიჩკე (ჰერმანი 46), ჰანი, ჯაკა, კრამერი, რაფაელი (ტორგან აზარი 83), კრუზე (ჰრგოტა 77).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

შალკე: ფერმანი, ფუხსი (დრექსლერი 46), ჰიოვედესი, აიჰანი, კ-პ. ბოატენგი, აოგო (ფრიდრიხი 71), სემი, ნოიშტადტერი, კლემენსი, ჰიოგერი (ჰუნტელაარი 63), ჩუპო-მოტინგი

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლები: 1:0, 2:0 ჰანი (17, 50), 2:1 ჩუპო-მოტინგი (52 პენ), 3:1 კრუზე (56), 4:1 რაფაელი (80)

გაფრთხილება: ჰიოგერი (34), ნოიშტადტრი (36), შტრანცლი (51), ჰანი (56), ბოატენგი (66)

მსაჯი: ბრიხი

14 სექტემბერს გაიმართება: აინტრახტი-აუგსბურგი, ჰანოვერი-ჰამბურგი.

  

ილია კახელიშვილი

0.149342