რაგბი

18:37 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი დღე დასვენება და მერე ისევ მუშაობა

 

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები თბილისში დღეს გამთენიისას დაბრუნდა, მაგრამ მწვრთნელები და მორაგბეები უკვე მსოფლიო თასის “ალაფაზე” და იქ საჩვენებელ შედეგზე ფიქრობენ.

დავით ვართანიანის შეგირდებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ყველა ამ პრესკონფერენციას ვერ დაესწრო. სამაგიეროდ, სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ ამ ბიჭების გარჯა საქართველოს რაგბის კავშირს დაუფასდება და ქართულ რაგბს სახელმწიფოსგან ყურადღება არ მოაკლდება:

“სასიამოვნო ამბისთვის შევიკრიბეთ და მინდა ყველას მივულოცო ეს დიდი წარმატება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია. შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია და სრკ იმსახურებს სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერას. ეს ახზალგაზრდები ღირსეულ ადგილს დაიჭერენ ეროვნულ გუნდში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს” - თქვა პორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა დაამატა: “ეს წარმატება ოჯახებიდან მოდის და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ბიჭის ოჯახს, რომლებმაც ამ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს. მადლობა მათ კლუბებსაც, რადგან ფიზმომზადებით ყველა გუნდ ორი თავით ვჯობდით. ამ ეტაპზე მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ წინ უფრო დიდი მიზანი გვაქვს - მსოფლიო “ალაფაზე” წარმატების მიღწევა.

ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეტიქეებზე ერთი თავით მაღლა ვიდექით, მაგრამ ხარვეზები მაინც გვქონდა და მათ გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ - მოთამაშეთა სელექცია, თამაშების ანალიზი. 2-3 დღე დავისვენებთ და მუშაობის პროცესი სელექციით განახლდება”.

საბა შუბითიძე (კაპიტანი): “მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა. ბიჭები ერთიანები ვიყავით და შედეგიც სახეზეა. უფრო მეტიც, გია ნიჟარაძისგან, ირაკლი აბუსერიძისგან და მთელი საქართველოსგან მუდამ ვგრძნობდით მხარდაჭერას და ეს ძლიერ წაგვადგა”.

0.176668