ჭიდაობა

19:40 | 9.09.2014 | ნანახია 6066 - ჯერ

ორი დაკარგული შანსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ვერცხლის მედლით დაასრულა.

დღეს პოდიუმზე ასვლის რეალური შანსი ჯუმბერ ყველაშვილსა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (96 კგ) ჰქონდათ, მაგრამ ორივეს თითო გამარჯვება დააკლდა. შესაბამისად, მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ.

ნაკრების დებიუტანტი ყველაშვილი სეზონის უმთავრეს ტურნირზე ძირითად ბადეში თურქი სონერ დემიტრაშის (4:3), ყაზახი გალიმჟან უსერბაიევისა (5:1) და აზერბაიჯანელი აშრაფ ალიევის (9:5) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში, იაპონელ სოსუკე ტაკატანისთან 1:3 დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კუბელ ლივან ლოპესს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და 1:11 წააგო.

ელიზბარ ოდიკაძემ უმაღლესი ტიტულისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსი მეორე წრეში დაკარგა, აზერბაიჯანის ნაკრების უხვტიტულა წევრ ხეთაგ გაზიუმოვთან თანაბარ ბრძოლაში წაგებით (1:2). იქამდე ქართველმა სპორტსმენმა მექსიკელი იესი რუიზ ფლორესი დაჩაგრა (10:0), ხოლო მას შემდეგ, რაც გაზიუმოვი ფინალში გავიდა, თავად “ბრინჯაოს გზაზე” გადაერთო და მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს სასურველი ფრით (2:2) გასცდა, ხოლო მონღოლ ხუდერბულგა დორჟხანდს 3:2 მოუგო და რეპეშაჟის ფინალში უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს დაუპირისპირდა.

პირველი წუთის მიწურულს ოდიკაძემ გდების შესრულება სცადა, მაგრამ შეცდომა დაუშვა, თავად დავარდა ბეჭებზე და ანდრიიცევმა ნაჩუქარი შანსი სუფთა გამარჯვებით დაასრულა.

დღეს მედლები 61 და 65 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ ამ წონებში ბექა ლომთაძემ (61 კგ) და მალხაზ ზარქუამ (65 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ჩემპიონატზე გამოსვლა დილის პროგრამაში დაასრულეს.

ლომთაძემ სადებიუტო მსოფლიოს პირველობა ლამაზი ჭიდაობით გახსნა - თურქმენ რამილ რეჯეპოვს წუთნახევარში 10 ქულა ისე აუღო, თავად ერთიც არ დაუკარგავს. მეორე წრეში რუს ალექსანდრ ბოგომოევს მხოლოდ პირველ სამწუთეულში ებრძოლა ტოლსწორად. შემდეგ კი ძალა აღარ ეყო და 3:13 წააგო.

მალხაზ ზარქუა მოლდოველ მიხაილ სავასთან ორქულიანი ილეთით დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს სწრაფადვე მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. თან ტრავმაც მიიღო და მეორე პერიოდში 2:6 დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე წარმატებული რუსეთის ნაკრებისთვის აღმოჩნდა. რვა წონითი კატეგორიიდან ხუთში ოქროს მედალს სწორედ რუსული გუნდის წევრები დაეუფლნენ. თითო ჩემპიონი ჰყავს ჩრდილოეთ ირლანდიას, აზერბაიჯანს და თურქეთს.

 

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიო ჩემპიონატი

ტაშკენტი

8-9 სექტემბერი

 

57 კგ

1 კიონგ ლი იანგი (ჩრდილოეთ კორეა)

2 ავთანდილ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

3 ჰასან საბზალი რაჰიმი (ირანი)

3 ვლადისლაუ ანდრეიუ (ბელარუსი)

 

61 კგ

1 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

2 მასუდ მაჰმუდ ესმაილპურჟუიბარი (ირანი)

3 ნიამ-ოჩირ ენხსაიხანი (მონღოლეთი)

3 იოვლის ბონე (კუბა)

 

65 კგ

1 სოსლან რამონოვი (რუსეთი)

2 სეიდ აჰმად მოჰამადი (ირანი)

3 მიხაილ სავა (მოლდოვა)

3 აზამატ ნურიკაუ (ბელარუსი)

 

70 კგ

1 ხეთიკ ცაბოლოვი (რუსეთი)

2 იაკუპ გორი (თურქეთი)

3 ბეკზოდ აბდურახმონოვი (უზბეკეთი)

3 ალი შაბანაუ (ბელარუსი)

 

74 კგ

1 დენის ცარგუში (რუსეთი)

2 დაიჩი ტაკაჰაში (იაპონია)

3 ჯორდან ერნესტ ბაროუზი (აშშ)

3 ლივან ლოპესი (კუბა)

5 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)

 

86 კგ

1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

2 რეინერის სალასი (კუბა)

3 სელიმ იასარი (თურქეთი)

3 მოჰამადჰუსეინ ასკარი მუჰამადიანი (ირანი)

 

97 კგ

1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)

3 შამილ ერდოგანი (თურქეთი)

5 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

 

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 კომილ გასემი (ირანი)

3 ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი)

3 ტერველ ივაილოვ დლაგნევი (აშშ)

 

ვასილ მშვილდაძე


კომენტარები (92)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:08 | 12.09.2014
JOKERI0007 (15)

stripslashes((strlen('http://www.webtentvizle.com/2013/07/idman-tv-canl-izle.html')>0?'http://www.webtentvizle.com/2013/07/idman-tv-canl-izle.html':'http://www.webtentvizle.com/2013/07/idman-tv-canl-izle.html')) ესაა ვიპოვე

18:07 | 12.09.2014
JOKERI0007 (15)

ლინკი დადეთ რა თუ შ
ეგიძლიათ

18:08 | 12.09.2014
tiko (6769)

stripslashes((strlen('http://arena.fila-wrestling.com/sport-event/show/c475d798-2f61-11e4-b53b-080027880ca6/live')>0?'http://arena.fila-wrestling.com/sport-event/show/c475d798-2f61-11e4-b53b-080027880ca6/live':'http://arena.fila-wrestling.com/sport-event/show/c475d798-2f61-11e4-b53b-080027880ca6/live'))

13:56 | 12.09.2014
basharski (219)

რომელ საატზე იწყება ნახევარფინალები დაწერეტ კაცურად

13:45 | 12.09.2014
basharski (219)

დადეტ ლინკი კაცურად

13:21 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

მიდი ზურაბ უნდა დაბრიდო ინდოელი DDDDDDDDDDDDDDDD

13:19 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

ჯულფალაკიანი მაგრად ჭიდაობს DDDDDDDDDDDDDD

13:15 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

დათუნაშვილი ეხლ გამოდის ხო DDDDDDDDDD

13:07 | 12.09.2014
mst (1810)

ფუ რა არის ეს ქათმობა ხომ ვამბობდი რომ გეგეშიძე მამის ხათრით აყავთ ნაკრებში ,მოაშორეთ კურტანიძე და ყველა მწვრტნელი სანამ ბოლომდე არ დაასამარეს ჭიდაობა

11:20 | 12.09.2014
g_datia (19)

ჩვენები რამდენ ხანში გამოდიან

11:32 | 12.09.2014
braziliano84 (1301)

ქალებია ეხლა და ესენი რო მორცება,მერე დაიწყება კაცების მერვედფინალები,მესამე ტატამზე არიან ჩვენები...

11:16 | 12.09.2014
Somelio (806)

ახალი სტატია დაიდო

11:14 | 12.09.2014
messsi (87)

რამდენ ხანში გამოვლენ ჩვენები დაწერეთ რა ძმურად

11:08 | 12.09.2014
freedom (49)

ისე ბერძნულ-რომაული მაგარი უაზრო და ულამაზო ჭიდაობააა,, შეიძლება ისე დამთავრდეს სხვატკა რო, მარტო იდგნენ. რავი რა თავისუფალს როგორ უნდა შეადაროს კაცმა.

11:11 | 12.09.2014
toshihiko (1309)

კაი თუ ძმა ხარ თავისუფალში ხო ილეთების კორიანტელია რა, ერთი ფეხში შესვლა ხდება იქაც სხვა რა, ქართველების ხათრით ვუყურებ ამ ორივეს თორი ისე რა მაყურებინებდა

11:30 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

მაინც თავისუფლებსი ჭიდაობა უფრო სანახავია ვიდრე ეგ

11:16 | 12.09.2014
freedom (49)

ჩვენები ვეღარ ქაჩავენ თავისუფალში თორე ,, ხო ნახე რუსები რა დღეში არიან,, სადულაევის ჭიდაობით იმენა ვისიამოვნე. ბერძნულ რომაულში კიდე არ მგონია ეგეთი მაგარი სხვატკები იყოს, ერთი ჩოგჯენი აქვთ და იმასაც ან დაატრიალებს ან არაა ეგაა ბერძნულ-რომაულში სხვა არაფერი.

11:08 | 12.09.2014
Somelio (806)

კლასიკურებში ველი ოქროს

11:07 | 12.09.2014
davidbe (3927)

რუსებს არეღირსოთ გამარჯვება,ვინც როგორ უნდა ისეგამიგოს,უნდა დასუსტდნენ და დაიშალონ,როგორც ჩვენ დაგვშალეს!ამინ.ამერიკასაც გავკარი,მაგრამ ამათ სხვანაირად შემაძულეს თავი....

11:05 | 12.09.2014
bombei (248)

stripslashes((strlen('http://arena.fila-wrestling.com/weight-category/show/3bb1ef1a-2f66-11e4-b53b-080027880ca6/bracket/print')>0?'http://arena.fila-wrestling.com/weight-category/show/3bb1ef1a-2f66-11e4-b53b-080027880ca6/bracket/print':'http://arena.fila-wrestling.com/weight-category/show/3bb1ef1a-2f66-11e4-b53b-080027880ca6/bracket/print'))

დათუნაშვილს 2 უჭიდავია, კვალიფიკაციით დაიწყო

11:15 | 12.09.2014
braziliano84 (1301)

კი,პირველი პოლონელს მოუგო მალევე, 8-0 მგონი...

11:04 | 12.09.2014
shalv100 (45)

გეგესიძეს სერიოზული სჰანსი გაუცჰნდა

11:03 | 12.09.2014
Somelio (806)

გამიხარდა კუბელის გამარჯვება რუსზე, გვარი ოსური აქვს იმ რუსს.

11:03 | 12.09.2014
davidbe (3927)

აბა რას იტყვით,გვქონდეს ვინმეს მედლის იმედი?იმედი სულო არის,მთავარია რეალური იყოს

11:01 | 12.09.2014
braziliano84 (1301)

გავარდა რუსი ბიკბაევი,კუბელმა მაგრად დაჩაგრა ფიზიკურად...

11:00 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია ვიქონიოთ რომ 1/8 ფინალსაც დაძლევენ.

11:01 | 12.09.2014
bombei (248)

იმედი ვიქონიოთ რომ ყველა ბრძოლას დაძლევენ ერთერთი მაინც

11:00 | 12.09.2014
bombei (248)

კუბელი ბრდღვნის რუსს!!!

10:57 | 12.09.2014
levanbagdateli (434)

stripslashes((strlen('http://arena.fila-wrestling.com/sport-event/show/c475d798-2f61-11e4-b53b-080027880ca6/live')>0?'http://arena.fila-wrestling.com/sport-event/show/c475d798-2f61-11e4-b53b-080027880ca6/live':'http://arena.fila-wrestling.com/sport-event/show/c475d798-2f61-11e4-b53b-080027880ca6/live'))


აი ეს არის საყურებეი ლინკი

10:55 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

მოიგო გეგეშიძემ,

10:52 | 12.09.2014
braziliano84 (1301)

გავედით, ისევ დიდი გაჭირვებით...

11:04 | 12.09.2014
davidbe (3927)

მაგარია ეგ ბულგარელი

10:54 | 12.09.2014
bernabeu07 (1086)

ეს ბულგარელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია ძლიერი მეტოფე ყავდა გეგეშიძეს

11:02 | 12.09.2014
braziliano84 (1301)

ვაა,მართლა,ეგ არ ვიცოდი,მაშინ მალადეც,ასე ძიძგილაობაში გასვლაც კარგია...

10:48 | 12.09.2014
davidbe (3927)

აბა წავიდააააა,ჰიმნი გაგვახსენედ ბიჭოოოოო

10:41 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

ახლა იმედია გეგეშიძეც მოიგებს და გაგვახარებს.

10:40 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

მოიგო დათუნაშვილმა, კარგად გაძლო ჩოგბჟენში ბოლოს. ყოჩაღ.

10:40 | 12.09.2014
kzz595 (340)

კი მოიგო მაგრამ..ასე გარისკვად ღირდა?ერთი ტრიალი რომ გაეკეთებინა ხო გადიოდა ბელარუსი...

10:39 | 12.09.2014
braziliano84 (1301)

გავედით 1\8 ფინალში,მარა ასეთი ჭიდაობით ძაან გაგვიჭირდება...

10:35 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ, კარგად დაუძვრა და ილეთიც გაუკეთა კონტრზე.

10:33 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

პირველი პერიოდი 1-0 მოიგო, იმედია შეინარჩუნებს უპირატესობას.

10:31 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

რუსი რომან ვლასოვი რა ფრინაობს ანგრევს იქაურობას DDDDDDDDDDDDDD

10:33 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

მაგათი ჯიში მო ან

10:31 | 12.09.2014
Somelio (806)

სად უყურებთ ძმებო? გთხოვთ ლინკი დაწეროთ

10:30 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

ჭიდაობს დათუნაშვილი, იმედია მოიგებს.

10:28 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

ბელორუსი სპორცმენი რამე მიხწევები აქვს ნეტააააააააა DDDDDDDDDDD

10:27 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

მიდი ზურაბ ღმერთი შენსკენ

10:27 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

სომეხი მაფარი ფალაკიანი მაგრამ სადაა სომეხის მოსაგები DDDDDDDDDDDDDDDDD

10:42 | 12.09.2014
davidbe (3927)

ვაააააა,ვართანა ტო,სლავიკას ბიძაშვილი,ვაააააააააა

10:30 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDD

10:26 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

მოუგო ინდოელმა უკვე DDDDDDDDDDDDDDDD

10:26 | 12.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

2 წუთში გამოვა ზურაბი DDDDDDDDDDDD 3 ტატამზე

10:25 | 12.09.2014
shalv100 (45)

სავარაუდოდ მაგ სო,ეხს უნდა შევხვდეტ ნახევარფინალში

მეტის ნახვა
0.12672