ძიუდო

17:42 | 28.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ორი ცვლილება ორი დღით ადრე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა ორიოდ დღის წინ დასახელებულ სამსოფლიოსთასო საბოლოო შემადგენლობაში დღეს ორი ცვლილება განახორციელა. 100 კილოგრამში, ლევან ჟორჟოლიანი დიმიტრი ტურაშვილით ჩაანაცვლა, მძიმე წონაში კი ალექსი დავითაშვილის ადგილი მირიან გონჯილაშვილმა დაიკავა.
ჟორჟოლიანის შემთხვევაში მიზეზი ცოტა უცნაურია. სამხრეთ კორეაში 16-17 იანვარს ჩატარებული მსოფლიოს მასტერსიდან დაბრუნებული ძიუდოისტი ქართულ დროზე გადმორთვას ვერ ახერხებს. დავითაშვილი კი ვარჯიშისას მიღებული ტრავმის მორჩენას ვერ ასწრებს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტრავმისვე გამო გამოაკლდა თბილისის მსოფლიოს თასის განაცხადს მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163547