საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრები - ვანო მამისაშვილი (55 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. მალტის ქალაქ კოტონერაში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე, მედლები ვაჟთა პირველ სამ წონით კატეგორიაში - 50, 55 და 60 კილოგრამებში თამაშდება. ტატამზე გიორგი ვაზაგაშვილის გუნდის 5 წევრიც გავიდა და ორს ჩემპიონის ტიტულს თითო ნაბიჯი აშორებს.
მამისაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ისკანდარ ტალიშინსკის დაუპირისპირდება, კირაკოზაშვილის მეტოქე კი, რუსი ელდარ გაზიმაგომედოვი იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე







