კალათბურთი

12:22 | 14.08.2013 | ნანახია 4848 - ჯერ

ორენგას ხმაურიანი დებიუტი არ გამოუვიდა

ქართველთა მეტოქეებმა ძალები კასტელონში მოსინჯეს

ესპანეთის და პოლონეთის ეროვნული გუნდები, რომლებიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები იქნებიან, საკონტროლო მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ესპანურ კასტელონში შედგა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მასპინძელთა გამარჯვებით (70:66) დასრულდა, თუმცა, მოქმედ ევროპის ჩემპიონებს წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდათ.

ესპანელთა დამრიგებელი ხუან ორენგა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩს ატარებდა და ცხადია, შთამბეჭდავი დებიუტის მოწყობაც სურდა, თუმცა, მისმა გუნდმა საერთოდ რომ მოიგო, იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს.

საქმე ის გახლავთ, რომ პირენეელებმა ჩვეული კალათბურთი მხოლოდ ეპიზოდებში ითამაშეს, დანარჩენ დროს კი საჩემპიონო დონიდან ძალიან შორს იყვნენ. ესპანელებმა ყოჩაღად დაიწყეს და სტუმართა ლიდერ მაჩიეი ლამპეს შედეგიანი გარჯის (პოლონელთა საწყისი 11 ქულიდან 9 მისი გახლდათ) მიუხედავად, პირველი მეოთხედი 21:13 მოიგეს.

თითქოსდა, აღნიშნულიდან მოყოლებული, მასპინძლებს უპირატესობა კიდევ უფრო უნდა განემტკიცებინათ, თუმცა, პირიქით მოხდა. ესპანელმა კალათბურთელებმა მე-2 მეოთხედის საწყის 6 წუთში ქულაც კი ვერ ჩააგდეს, პოლონელებმა კი, რომლებიც უმთავრესი ვარსკვლავის მარცინ გორტატის გარეშე თამაშობდენ, 11:0 “გაქცევა” მოაწყვეს.

სტუმრებმა ტაიმი 35:31 მოიგეს და მართალია, მე-3 მეოთხედის შუაწელს ფერნანდო სან ემეტერიომ ესპანელები კვლავ წინ გაიყვანა (41:40), დასკვნითი ათწუთეულის წინ ისევ პოლონელებმა ლიდერობდნენ – 45:49. გადამწყვეტი მეოთხედის სტარტზე მიხალ ჩილინსკიმ სამქულიანით საკუთარი გუნდის ლიდერობა შვიდ ქულამდე გაზარდა და მასპინძლებიც მარცხის რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ, თუმცა...

ხოსე მანუელ კალდერონის მეთაურობით, რომელმაც საბოლოოდ 16 ქულა ჩააგდო, ესპანელებმა მცირე მონაკვეთი 15:3 მოიგეს და ის გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამებზე პოლონელები მეტოქეს ორ ქულამდე დაუახლოვდნენ, თამაშის გადარჩენის რეალური შანსი აღარ ჰქონიათ.  

ესპანეთმა მეტოქეს მოხსნებში 33:27 აჯობა, პასებში 14:20 ჩამორჩა, ჩაჭრები თითქმის თანაბარი (6:5) გახლდათ, აი, შეცდომები კი პოლონეთს გაცილებით მეტი ჰქონდა – 7:15. აქედან 6-ჯერ ბურთი მარტო ლამპემ დაკარგა. რაც შეეხება სროლათა პროცენტულ მაჩვენებლებს: ორქულიანები – 17/38 (44.7%)-17/34 (50%), სამქულიანები: 7/22 (31.8%)-10/25 (40%), საჯარიმოები – 15/20 (75%)-2/5 (40%).

ესპანეთის ნაკრებს უახლოესი საკონტროლო მატჩი 17 აგვისტოს ლა კორუნაში გერმანიის წინააღმდეგ ელის, პოლონელები კი 17-19 აგვისტოს ანტვერპენის “ოთხთა ტურნირზე” ისრაელს, მასპინძელ ბელგიას და იტალიას ეთამაშებიან.

 

ესპანეთი – პოლონეთი 70:66 (21:13, 10:22, 14:14, 25:17)

ესპანეთი: ფერნანდესი (21 წ. 11 ქ.), კალდერონი (21 წ. 16 ქ.), რუბიო (16 წ. 7 პ.), კლავერი (17 წ. 2 ქ.), მ.გასოლი (28 წ. 14 ქ. 6 მ.); აგუილარი (17 წ. 5 ქ. 3 მ.), როდრიგესი (22 წ. 11 ქ. 3 მ. 4 პ.), რეი (11 წ. 2 ქ. 5 მ.), სან ემეტერიო (6 წ. 2 ქ.), ლული (21 წ. 4 ქ.), გაბრიელი (4 წ.), მუმბრუ (11 წ. 3 ქ. 7 მ.), კორბაჩო (1 წ.), მარტინი (3 წ.), რაბასედა (2 წ.).

მწვრთნელი: ხუან ორენგა.

პოლონეთი: ლამპე (30 წ. 13 ქ. 8 მ. 4 პ.), ზამოისკი (17 წ. 5 ქ.), კოშარეკი (23 წ. 2 ქ. 3 პ.), იგნერსკი (25 წ. 12 ქ. 5 მ.), კელატი (25 წ. 8 ქ. 7 პ.); ჩილინსკი (12 წ. 6 ქ.), შუბარგა (15 წ. 4 ქ. 4 პ.), პონიტკა (15 წ. 4 ქ. 3 მ.), კულიგი (7 წ. 3 ქ.), ვაჩინსკი (13 წ. 3 ქ.), ჰრიჩანიუკი (6 წ.), კარნოვსკი (11 წ. 6 ქ. 5 მ.).

მწვრთნელი: დირკ ბაუერმანი.

 

ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები

ლიტვა – შვედეთი 97:69

სერბეთი – რუსეთი 84:79


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:05 | 24.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

ნეტა ნაპოლში იყოს ემპოლი ტფუი

13:05 | 24.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

13:04 | 24.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

აი ამას რა კრიშა ყავს ასეთი ამ ნაპოლში ნეტა გამაგებინა
კიდე კარგი შენ რაგბისტი არა ხარ თორე სრაზუ მორგში გაგზავნიდნენ

14:38 | 24.04.2017
deme2222 (1418)

კრიშა რადუნდა მჭედლიძემ დატოვა ემპოლი უმაღლესში და ვის ათამაშებენ აბა

17:35 | 24.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

მერე სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაამწაროს ემპოლის ექიმები ?

17:36 | 24.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

არარის ეს ფეხბურთელი ეს უნდა იყოს მოჭადრაკე
არაფერი პირადული

12:24 | 24.04.2017
sabonis (9584)

დაიწყო ჩინელებმა ფულის კეთება.DDDD

07:47 | 24.04.2017
ogafa (10143)

ტრავმა სერიოზული არ ც იყოს

21:59 | 23.04.2017
mst (1810)

რა ჭირს?სულ ტრამვა, ტრამვა

22:21 | 23.04.2017
burusa (2031)

ტრავმა და არა ტრამვა და ტრამვაი

23:39 | 23.04.2017
samtrediel (8001)

აქ ძირითადად ტრანვას ამბობენ ხოლმე.

23:00 | 23.04.2017
mst (1810)

ხოხ უკაცრავად

21:58 | 23.04.2017
berodaviti (4285)

ასეთი დისბალანსი არ მინახავს ძმებო

არადა 500 ლარიანი ბილეთები გაიმაზა მილანის ერთიანით

გვცოდნოდა ითამაშებდა არ დავდებდითო ითქვა ნახევრად ხუმრობით

11:56 | 24.04.2017
gioliver (964)

ბაიერნის გამოც არაერთი ბილეთი გაიმაზა

0.162548
4848