ფეხბურთი

19:07 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორასიო ელისონდო: “ზიდანის გაძევებაში მეოთხე მსაჯი დამეხმარა”

არგენტინელმა არბიტრმა ორასიო ელისონდომ, რომელმაც კარიერა რამდენიმე წლის წინათ დაასრულა, აღიარა, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანი მეოთხე მსაჯის კარნახის შემდეგ გააძევა.

ფინალში, სადაც ერთმანეთს საფრანგეთი და იტალია დაუპირისპირდნენ, ფრანგების ლიდერი იტალიელ მცველ მარკო მატერაცისთვის მკერდში თავის დარტყმის გამო გააძევეს. ელისონდოს იმიტომ აკრიტიკებდნენ, რომ მას თავად ინციდენტი არ უნახავს და თითქოს გადაწყვეტილება სტადიონის ეკრანზე ვიდეოგამეორების შემდეგ მიიღო.

“როდესაც მატერაცი გაზონზე დაეცა, ბურთი მოედნის მეორე ბოლოში იყო და თამაშში ჩართული ვიყავი. ძალიან მეპარებოდა ეჭვი, რომ ვინმემ ეს ეპიზოდი დაინახა. თუმცა, შემდეგ ყურთსასმენებში მეოთხე მსაჯის ლუის მედინა კანტალეხოს ხმა გავიგე. მან ყველაფერი მითხრა რაც დაინახა, მომხდარის არსი ამიხსნა და აღნიშნა, რომ ზიდანმა მატერაცის მკერდში დაარტყა. ამის მერე, ჩემს ასისტენტს დარიოს გავხედე, თუმცა ვიცოდი, რომ მას ეპიზოდი არ დაუნახავს. ეს რატომ გავაკეთე? რათა ყველას ეფიქრა, რომ მომხდარის შესახებ მან მიმითითა. ამის შემდეგ ზიდანთან მივედი და წითელი ბარათი ვაჩვენე. თითქოს, ამის მიზეზი ასისტენტის კარნახი იყო” – თქვა ელისონდომ ფრანგულ გამოცემა L'Equipe _თან საუბარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113076