ფეხბურთი

14:44 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად იქნება

 

ლონდონის “არსენალის” შემტევი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს გადის და უახლოეს პერიოდში მოედანს უნდა დაუბრუნდეს.

თჰე Gუარდიან-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი საზარდულის ტრავმის გამო ინგლისის პრემიერლიგის დასკვნით ტურში “ნორვიჩის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.  სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, ის 17 მაისს “ჰალთან” ინგლისის თასის ფინალში მოედანზე გასვლას შეძლებს. ასე რომც არ მოხდეს, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მაშინ, როდესაც ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს, ალექსი სრულ მზადყოფნაში იქნება.

როი ჰოჯსონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ოქსლეიდ-ჩემბერლენი ტრავმებმა გააწამა, მას ახალგაზრდა ფორვარდის იმედი აქვს. პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში მან ორი გოლი გაიტანა.

0.11624