ფეხბურთი

13:10 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანს უშინაურდება

 

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ტრავმისშემდგომ აღდგენით კურსს ასრულებს და თანდათან მოედანსაც ეჩვევა. Sky Sports-ის ცნობით, ინგლისელმა “მეთოფეთა” ახალგაზრდულ გუნდში 45 წუთი უკვე ითამაშა კიდეც.

ლონდონელთა ფლანგელმა სრული დატვირთვით ვარჯიში ამ კვირაში დაიწყო, მაგრამ გუნდის თავკაც არსენ ვენგერს გარისკვა არ სურს და ფეხბურთელს ფორმის აღსადგენად დროს აძლევს. ამგვარად, “ასტონ ვილასთან” პრემიერლიგის უახლოეს ტურში ინგლისელს ვერ ვიხილავთ.

მოგეხსენებათ, “არსენალის” შემტევმა ტეო უოლკოტმა მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა. ოქსლეიდ-ჩემბერლენი სწორედ მის სრულფასოვან შემცვლელად განიხილება.

0.085248