ფეხბურთი

15:54 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენი ბრუნდება

ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების გარემარბმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ტრავმა მოიშუშა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ინგლისელმა მუხლის ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და ორშაბათიდან, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. ექიმები ოქსლეიდ-ჩემბერლენის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად აკვირდებიან და თავდამსხმელს თამაშის ნებას აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო, ოქსლეიდ-ჩემბერლენი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

 

0.102642