ფეხბურთი

14:15 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენი ახალ წლამდე იუქმებს

ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა შემტევი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი 2013 წელს მოედანზე ვეღარ გავა. ბრიტანული პრესის ცნობით, 20 წლის ნახევარმცველის აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ლონდონელთა სამედიცინო შტაბის თქმით, ოქსლეიდ-ჩემბერლენი ვარჯიშს დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყებს და არსენ ვენგერს მისი ოფიციალურ მატჩებში გამოყენება იანვრიდან შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა მუხლის მძიმე ტრავმა “ასტონ ვილასთან” პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში მიიღო.

 

0.133029