ჩოგბურთი

22:36 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქსანამ პირველი წრე დასძლია

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და უკრაინელმა ოლგა სავჩუკმა აშშ-ს ღია პირველობის წყვილთა ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმეს.

კალაშნიკოვამ და სავჩუკმა შვეიცარიელ რომინა ოპრანდისთან და ამერიკელ შელბი როჯერსთან თამაშისას პირველი სეტი კი დათმეს, თუმცა, საბოლოოდ, 2:6, 6:1, 6:0 მოიგეს.

მე-2 წრეში ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელების მეტოქე ჯერაც არ გარკვეულა. ოქსანა და ოლგა ამერიკელი სერენა და ვენუს უილიამსების და მე-7 ნომრად განთესილ უნგრულ-ფრანგულ დუეტს (ბაბოში-მლადენოვიჩი) შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.

0.106085