ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დაწყებულ 50-ათასიან ტურნირზე რუს ელენა ბოვინასთან წააგო და წყვილთა გათამაშების იმედადღა დარჩა. Ritro Slovak Open-ის ძირითად ბადეში დაშვებულმა კალაშნიკოვამ ბოვინას, რომელიც 2005 წელს მსოფლიოს მე-14 ჩოგანიც კი გახლდათ, სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:6, 2:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და რუსი სავინიხი ფინელ ლაინესა და ბრიტანელ სმიტს გაეჯიბრებიან.
კანადის ქალაქ ტორონტოში ასევე 50-ათასიანი ტურნირის საწყის შეხვედრაში რუს ეკატერინა აფინოგენოვას გაეჯიბრება საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი და კანადელი პელეტიე მე-2 ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში ამერიკულ დუეტს (ჰერკინსი-ლიტვაკი) ეთამაშებიან.
სამი ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში დაწყებული 25-ათასიანი საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში. საკვალიფიკაციო რაუნდში მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ აღნიშნული უფლება მასპინძელი მორა ეშაკის ძლევით (3:6, 6:2, 6:3) მიიღო.
ძირითად ტურნირში გორგოძის მეტოქე რუმინელი სიმონა-იულია მატეი გახლდათ, რომელსაც ჩვენებურმა 6:3, 6:0 სძლია და მერვედფინალში იტალიელ გრიმალსკას და ავსტრიელ შიხტლს შორის გამარჯვებულს დასუპირისპირდება.
მე-5 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავამ უკრაინელი ოქსანა პავლოვა 6:2, 6:1 გაანადგურა და ახლა, რუსეთის სახელით მოთამაშე ნანული ფიფიას და ეგვიპტელ ელ ნაგდის შეხვედრის შედეგს დაელოდება. მე-7 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია საწყის რაუნდში რუმინელ ლაურა-იოანა ანდრეის დაუპირისპირდება.
წყვილთა გათამაშებაში შაფათავასა და გორგოძის მე-3 ნომრად მიჩნეულმა დუეტი დანიელი ბარბატისა და რუმინელი იოვას ტანდემი 6:4, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში რუმინელებს – მარკუსა და მატეის გაეჯიბრებიან. ქვაცაბაიამა და რუსმა ციბიშევამ უნგრელ იანისა და შვეიცარიელი პერინის წყვილთან 4:6, 4:6 წააგეს.
პოლონეთის ქალაქ ოპოლეში დაწყებულ 25-ათასიანი ტურნირში ოთხშაბათიდან ჩაებმება მაკა ჩახნაშვილი. მე-3 რეიტინგის მქონე ქართველი გოგონა მასპინძელ ბარბარა სობასკიევიჩს ეთამაშება. წყვილებში ჩახნაშვილისა ფრანგი ვონგსაუზის დუეტი ასევე მე-3 ნომრადაა მიჩნეული და მერვედფინალში პოლონურ-უკრაინულ ტანდემს (კრჟესინსკა-სლობოდიანი) დაუპირისპირდება.
საფრანგეთის ქალაქ ეკუეურდრევილში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ანა ჯიქიასა და სოფიკო შარანგიას მე-3 ნომრად განთესილი წყვილი მასპინძლებთან (ბაბე-ჰესე) 6:7 (4:7, 4:6) დამარცხდა.
ერთეულთა ტურნირის პირველ წრეში ჯიქიას მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ბელგიელი დავინია ლობინგერი იქნება. უკრაინელ შვაიგერთან (2202) ყაიმის შემდეგ, 4.5 ქულით მე-7 პოზიციას უწია დანელიამ, ასეთივე მონაგარის მქონე პაიკიძემ კი მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა შავებით ვიეტნამელ ჰოანგს (2150) აჯობა.
დათო მანჯავიძე







