“მელბურნ პარკში” მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობას ბოლო ქართველი ჩოგბურთელი დაემშვიდობა. 19 წლის ოქსანა კალაშნიკოვას ესოდენ მასშტაბური ტურნირებისთვის საჭირო გამოცდილება არ ეყო და რუს თანატოლ ანასტასია პივოვაროვასთან 2:6, 5:7 წააგო.
ანგარიშიდან სჩანს, რომ პირველ სეტში, რომელიც 29 წუთს გაგრძელდა, ბრძოლა არ ყოფილა, მეორეში კი ოქსანა გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და მცირედით იღბალიც რომ წაშველებოდა, თამაშის შემობრუნების კარგი შანსი ჰქონდა.
დაძაბული სეტის ბოლოს კალაშნიკოვას მეტოქის მოწოდებაზე სეტ-პოინტებიც ჰქონდა, თუმცა, საინტერესო გვარის მქონე პივოვაროვამ თავის დაძვრენა მოახერხა, ანგარიში 5:5 გახადა, შემდეგ კი მიყოლებით ორი გეიმიც მოიგო. ცნობისთვის, მე-2 სეტი 53 წუთს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის რაუნდში, კალაშნიკოვამ თანამემამულე მაკა ჩახნაშვილი დაამარცხა, რისთვისაც 40 სარეიტინგო ქულა მიიღო და საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი გაინაღდა. აქამდე, ჩვენებურთაგან კლასიფიკაციაში საუკეთესო შედეგის მქონე ანა ტატიშვილმა საწყის წრეში გერმანელ ვოერლესთან უშანსოდ წააგო.
ოქსანა კალაშნიკოვა – ანასტასია პივოვაროვა (რუსეთი) 2:6, 5:7
30 55-დან (55%) 1-ლი მოწოდება 46 71-დან (65%)
1 ეისი 2
8 ორმაგი შეცდომა 5
16 უნებლიე შეცდომა 10
22 30-დან (73%) 1-ელ მოწოდებაზე მოგებული ბურთები 36 46-დან (78%)
7 25-დან (28%) მე-2 მოწოდებაზე მოგებული ბურთები 10 25-დან (40%)
25 76-დან (33%) მიღებაზე მოგებული ბურთები 26 63-დან (41%)
1 5-დან (20%) ბრეიკ-პოინტების გამოყენება 4 5-დან (80%)
54 სულ მოგებული ბურთები 72







