ჩოგბურთი

13:29 | 21.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ოქსანა ასეულს მიუახლოვდა

დუბაის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებაში გამარჯვებამ ოქსანა კალაშნიკოვას სერიოზული წინსვლა მოუტანა. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში, 19 წლის ქართველი ჩოგბურთელი 23 ადგილით დაწინაურდა და კარიერაში სარეკორდო 123-ე პოზიციას უწია.
ემირატების მიღწელი წარმატების წყალობით, ოქსანას 570 ქულა მოუგროვდა და კლასიფიკაციაში ანა ტატიშვილის ჩამოტოვება მოახერხა, რომელიც ამჟამად 546 ქულით 128-ე საფეხურზეა. წყვილების მოწინავე ორასეულში კიდევ ერთი ქართველი გოგონა – მაკა ჩახნაშვილია, რომელსაც 376 ქულით 173-ე ადგილი უკავია.
მინიმალური ცვლილებები მოხდა ერთეულთა რეიტინგში, სადაც საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსს ტატიშვილი ინარჩუნებს, კალაშნიკოვა კი მას მხოლოდ სამი პოზიციით ჩამორჩება.
177 (176). ანა ტატიშვილი – 328 ქულა; 180 (180). ოქსანა კალაშნიკოვა – 320; 206 (206). მაკა ჩახნაშვილი – 258; 353 (353). სოფო შაფათავა – 109; 438 (432). სოფო ქვაცაბაია – 77; 475 (477). მანანა შაფაქიძე – 66; 484 (485). თათია მიქაძე – 63; 538 (537). ეკატერინე გორგოძე – 50; 1022 (1019). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1076 (1077). ანა ჯიქია – 4;
7 ქართველი ვაჟი რჩება პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში, თუმცა, მათ ასპარეზობას უფრო სიმბოლური თუ ეთქმის.
558 (558). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1006 (1009). ლადო ჩიხლაძე – 7; 1099 (1101). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1511 (1509). გიორგი ცივაძე – 1; 1603 (1600). სოზარ გოქაძე – 1; 1603 (1600). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1603 (1600). გიორგი რევაზიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.194785