ძიუდო

19:17 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილი ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა სამოელი დერეკ სუასა და პოლონელი მაციეჟ სარნაცკის იპონებით ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, რუსი ალექსანდრ მიხაილინი 3 წუთსა და 47 წამში დაამარცხა. ზუსტად ამ დროში მიხაილინმა მსაჯისგან ოთხი გაფრთხილება მიიღო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 23 საათიდან დაიწყება. ნახევარფინალში ოქრუაშვილი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდება და წლევანდელი ევროპირველობის ფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღებას შეეცდება.

მეორე ნახევარფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა და გერმანელი ანდრეას ტოლცერი იჭიდავებენ.

 

0.113065