საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი მსოფლიოს მასტერსის ფინალშია, სადაც ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაეჭიდება. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა ნახევარფინალში სილვას თანამემამულე ვალტერ სანტოსი სუფთა გდებით დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ).
ჭრიკიშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ სირაჟუდინ მაგომედოვს ვაზარ-იუკოთი აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს შეხვდება.
ლიპარტელიანი კი “ბრინჯაოს ფინალში” ძირითადი ბადის ნახევარფინალიდან გადაერთო, მას შემდეგ, რაც რუსი კირილ დენისოვთან ერთადერთი გაფრთხილებით წააგო. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლიპარტელიანის მეტოქე ეგვიპტელი ჰატემ აბდ ელ ახერი იქნება.