როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან პრიზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ოქრო +100კგ-ში ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი – ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.), ბრინჯაო – ზებედა რეხვიაშვილმა (-73 კგ.) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.).
სასიხარულოა, რომ ტურნირის შედეგებით ვაჟთა შორის საუკეთესო ძიუდოისტად ადამ ოქრუაშვილი აღიარეს, ქალებში კი საუკეთესო ასევე მძიმეწონოსანი მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია) გახდა.